გვქონია მომენტი, როცა გულისცემა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ. გასწავლით, როგორ ვუშველოთ გახშირებულ გულისცემას.ტემპერატურის სწრაფმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის შენელება. ასე ნერვული სისტემა ორგანიზმსს ამზადებს ახალი პირობებისთვის. ყველაზე სწრაფად გული რეაგირებს "სახის გაციებაზე", ის ხომ ყველაზე ახლოსაა .
ამიტომ ტაქიკარდიის შემთხვევაში რეკომენდირებულია:
>ჩაასხით ღრმა ჯამში ცივი წყალი, თუ შესაძლებელია ჩაამატეთ ყინულები.
>შეაჩერეთ სუნთქვა, თუ საჭირო გახდა მოუჭირეთ თითებით, ხოლო შემდეგ უსწრაფესად მოათავსეთ ცივ წყალში სახე რამდენიმე წამის განმავლობაში.
>ასევე შეგიძლიათ ყინულის ფიგურებით სახეზე მასაჟი გაიკეთოთ
ამ პროცედურას აქვს დიდი გავლენა ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს გულისცემას.
მანევრი სრულდება შემდეგნაირად:
> ღრმად ჩაისუნთქეთ და დაჭიმეთ მუცლის კუნთები
> მოუჭირეთ ცხვირს და დახუჭეთ თვალები
> შეეცადეთ დახშული ცხვირითა და დახურული პიირით ღრმად ჩაისუნთქოთ, ისე რომ მუცლის კუნთები დაჭიმული გქონდეთ.
ეს მეთოდები არ შეიძლება გაკეთდეს იმ დროს, როცა ტაქიკარდიას ახლავს ძლიერი ტკივილი გულის არეში და გაძნელებულია სუნთქვა. ამ დროს უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
გულისცემის გახშირება მუშაობის ან ვარჯიშის დროს ნორმალური მოვლენაა. თუ ტაქიკარდია აღმოცენდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მიმართეთ ექიმს.
გააზიარეთ <3