სხვა უმცროსი ასაკის ბიჭთან ურთიერთობა. ეს 7 წესი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ! 2019, 31 ივლისი, 20:16 არსებობს გამოთქმა, რომ სიყვარული ყველა ასაკში დალოცვილია. როცა ქალი კაცზე მნიშვნელოვნად პატარაა, განსხვავებას მხოლოდ ციფრებით ითვლიან. რა ხდება საპირისპირო შემთხვევაში? რა უნდა იცოდეთ, მანამ უმცროსი ასაკის, მამაკაცთან პაემანზე წახვალთ, ამაზე Women’sHealth-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ფსიქოლოგებმა ისაუბრეს. გაცნობის მიზანი პირველ რიგში თავს მარტივი კითხვა უნდა დაუსვათ, "რას ელოდებით ამ ურთიერთობიდან?". შეიძლება რუტინამ დაგღალათ და ცოტა გართობა გინდათ, ახალი გამოწვევების და ემოციების გამოცდა. ან ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა? მანამ სიყვარულში თავით გადაეშვებით, დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. თუ არ გაარკვევთ, მზად იყავით ხანგრძლივი ტანჯვისთვის. ემოციური კულმინაცია მამაკაცის ემოციური კულმინაცია განისაზღვრება არა ასაკით, არამედ გამოცდილებით, ცხოვრებასთან ურთიერთობით, საკუთარ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის აღების ცოდნით. ასეთი მამაკაცები პროვოკაციაზე არ ეგებიან და პირდაპირ მიზნისკენ მიდიან. თუ თქვენზე უმცროს პარტნიორს ირჩევთ, მზად იყავით, რომ მისი ქმედებები ზოგჯერ ახლოსაც არ იქნება შემდგარი მამაკაცის ქმედებებთან. მხოლოდ თუ თქვენს პა შეამჩნევთ პოტენციალს და არ შეგეშინდებათ ზოგჯერ "დედიკოს" როლი მოირგოთ, ასეთ ურთიერთობებს უფრო აქვს ერთად დარჩენის დიდი შანსი. მომავლის გეგმები ილუზიები რომ არ შეგექმნათ ერთად ყოფნაზე, მაშინვე ჰკითხეთ მამაკაცს, რას გეგმავს შემდეგი ორი წლის განმავლობაში. რა მიზნები და გეგმები წარმოადგენენ მისთვის პირველხარისხოვანს. თუ მყარ ოჯახზე ოცნებობთ, ახალგაზრდა მამაკაცი კი კარიერის მოწყობას აპირებს ან სხვა ქალაქში გადასვლას გეგმავს, არ ღირს მასზე დიდი იმედები დამყარება. პირადი ისტორია ყველა ადამიანს აქვს ზურგსუკან მოტოვებული სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, და ეს ყოველთვის პოზიტიური არაა. ზოგიერთს წლები სჭირდება, რომ გადახარშოს და ის მომენტები წარსულსი დატოვოს, რომლებმაც ტკივილი მიაყენეს წარსულში. ადამიანებს დიდ ასაკში უფრო ადვილად გამოსდით ემოციებთან გამკლავება, ვიდრე პატარა ბიჭებს. ამიტომაც თუ თქვენმა პოტენციურმა პარტნიორმა ჯერ ისევ ვერ მოიშუშა სულიერი იარები, არ არის აუცილებელი მისი ფსიქოთერაპევტი გახდეთ და საათობით ისმინოთ მის ყოფილ გოგოზე. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. მოვალეობა თანამედროვე საზოგადოებაში "ქალის" და "მამაკაცის" თითქმის გათანაბრებულია. რაც დრო გადის, მით უფრო მეტ ქალს უნდება წარმატებული კარიერა და დამოუკიდებლობა, მამაკაცები კი წინააღმდეგნი არ არიან იყვნენ "ფუძის ანგელოზები". კონფლიქტებს თავიდანვე რომ ავერიდოთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და თამამად ისაუბრეთ, რომელ ასპექტსი გინდათ ყოფნა და რა არის მიუღებელი. საყვარელი საქმიანობა ინტიმური სიახლოვე არ უნდა იყოს ერთადერთი ჰობი, რომელიც ორ ადამიანს დააკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების და გართობის ქონა. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ექცევა თქვენს ნივთებს პარტნიორი, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გრძნობის განსაზღვრა თუ ჯერ კიდევ ვერ ახერხებთ თავში გაერკვეთ, გააანალიზეთ, რას გრძნობთ, როცა მოწონების ობიექტი თქვენს გვერდითაა. შეიძლება ეს მხოლოდ სექსუალური მიზიდულობა იყოს. ან წარსულის ტრავმირებული ემოციების დავიწყების მცდელობა. ან მარტო დარჩენის შიში. ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს უერთიერთპატივისცემასთან, საერთო ფასეულობებთან და ცხოვრებაზე წარმოდგენასთან. მხოლოდ ის ურთიერთობა იქნება ხანგრძლივი, რომელიც ურთიერთგაგებაზე იქნება აგებული. ასევე ნახეთ: სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ 5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს რა სურთ ქალებს? ამ პასუხს ნამდვილად ვერ იფიქრებდით რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე 95 1-ს მოსწონს
|