სხვა Playboy-ს მოდელმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით "ლამბორჯინი" აუზში გადააგდო 2019, 31 ივლისი, 18:51 როგორც ირკვევა 32 წლის მოდელს სორაია ვუჩელიჩს დიდად არ ანაღვლებს ძვირფასი "ლამბორჯინის" დაკარგვა, არც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაუჭირეს მხარი გოგონას, შეამჩნიეს რა ქარაფშუტული მიდგომა მომხდარ ფაქტზე.
ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ყოფილი გოგონას "ინსტაგრამის" გვერდი სავსეა დამამტკიცებელი ფაქტებით, რომ ახალგაზრდა ქალი ფუფუნებაში ცხოვრობს და რა თქმა უნდა ხელისმომწერები დადებითად აღიქვავენ მის სურათებს პირველ რიგში საუცხოო მკერდის გამო, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ვეღარ თავი ვეღარ შეიკავეს.
სულ ცოტა ხნის წინ ხორვატმა მოდელმა "ინსტაგრამზე " დადო ორი ვიდეო, სადაც ერთგან მისი ახალი 330 000 დოლარიანი"ლამბორჯინია" აღბეჭდილი, ხოლო მეორე ვიდეოზე სუპერკარი აუზიდან ამოაქვთ.
გოგონამ სიცილით ასეთი მინაწერი გაუკეთა ვიდეოს: "აი რა ხდება, როდესაც ფეხსაცმლის ქუსლი მუხრუჭის სატერფულიდან აგისხლტება და შენი "ლამბო" აუზის ფსკერზე მოხვდება". როგორც ჩანს მოდელს დიდად არ ანაღვლებს დანაკარგი, ზოგმა ხელისმომწერმა კეთილმოსურნე მანერით მხარიც დაუჭირა გოგონას, თუმცა უმეტესობას ეს არ მოეწონა:'
"რა ადვილია როდესაც წყალში შენი საკუთარი ფული არ იძირება"
"არ იღელვო, ასეთი რამ ყველას მოსდის"
"ლამბო ეშმაკსაც წაუღია, რაც მთავარია, შენს ფეხსაცმელს ქუსლი არ მოტყდა"
-ასეთი ირონიული კომენტარები ახლავს ვიდეოს.
214 3-ს მოსწონს
|