x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

ადამიანების უმეტესობა იღბალზე წუწუნებს, ეს სიმართლეა, ვინაიდან უიღბლოები ბევრად უფრო მეტნი არიან ვიდრე იღბლიანები... და თუ თვლით, რომ თქვენ ხართ იღბლიანი ან კიდევ გაინტერესებთ რას ნიშნავს ნამდვილი იღბალი, მაშინ ჩვენი სტატია ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხეთ:


image









სტივ ფლეგი - როდესაც ახალგაზრდა ფლეგი 18 წლის გახდა, გადაწყვიტა დედის ძებნა. უამრავი განცხადება დაწერა, თუმცა შედეგს ვერ იღებდა. 2007 წელს ერთ-ერთ სუპერმარკეტში დასაქმდა, სადაც შემთხვევით თავის თანამშრომელი დედამისი აღმოჩნდა. სტივის აზრით, ის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

image





ცუტომუ იამაგუჩი - ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ჩამოყრილი ატომური ბომბები კაცობრიობის ისტორიას ალბათ ყოველთვის ეხსომება. ატომური აფეთქებიდან გადარჩენა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ამ იღბლიან მამაკაცმა ეს მოახერხა და თანაც ორივე აფეთქებაში მოჰყვა. იამაგუჩი სამსახურის საძიებლად ჰიროშიმაში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქში ატომური შეტევა განხორციელდა. იღბლიანი მამაკაცი ჭრილობებით გადაურჩა ატომურ აფეთქებას, მოგვიანებით 3 დღის შემდეგ, ამჯერად თავის უფროსთან ერთად აფეთქების შესახებ ნაგასაკიში საუბრობდა, რა დროსაც ამჯერად ნაგასაკი დაიბომბა... იამაგუჩი კვლავ გადარჩა. არის თუ არა ის ყველაზე იღბლიანი?

image





ვირჯინია ფაიკი - ლოტოში ჯეკპოტის მოგება დიდ იღბალთან არის დაკავშირებული, მაგრამ წარმოიდგინეთ ერთ დღეში 2 ჯერ მოგება რამდენად სასიხარულო იქნებოდა?... ამ ქალბატონმა ოჯახის წევრების დაბადების თვე და რიცხვები გაყო მათ ასაკზე და მიღებული ციფრები მონიშნა ლოტოს ფურცელში. მეორე დღეს ჯეკპოტი ორჯერ ერთსა და იმავე ციფრებზე გათამაშდა, ვირჯინია ფაიკმა ერთ დღეში ორი ჯეკპოტი მოიგო. მთლიანობაში ეს თანხა 2 მილიონ დოლარს შეადგენდა. რას იტყვით? ეს ხომ იღბალზე მეტია...

image





ფრანო სელაკი - კიდევ ერთი ჯადოსნური იღბალის მქონე ადამიანი. ის 7 ჯერ გადაურჩა სიკვდილს და საბოლოოდ გამდიდრდა. ჯერ კიდებ 1962 წელს, მატარებელის ლიანდაგებიდან გამოსვლის შედეგად მომხდარ დიდ ავარიას გადაურჩა, შემდეგ, თვითმფრინავის ღია კარებიდან გადმოვარდა(25 მეტრიდან), ამითაც არ დასრულებულა... 3 ჯერ ავტობუსის ავარიაში და 2 ჯერ კიდევ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, თუმცა არცერთ ვითარებაში სერიოზული ზიანი არ მიუღია. ამ ყველაფრის შემდეგ, პირველად შეავსო ლოტოს ბილეთი, რომელშიც 1 მილიონი დოლარი მოიგო. ადამიანს სიკვდილი ფაქტიურად ჯერ არ უწერია, გარდა ამისა მილიონერიც გახდა... ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს?


image





მარტენ დე იონგი - ამჯერად საუბარია ჰოლანდიელ მამაკაცზე, რომელმაც სიკვდილი ორჯერ გააცურა. პირველ ჯერზე მან ველოსიპედით უმნიშვნელო ავარიაში მოჰყვა, რითაც მალაიზიის დღემდე გადაკარგული თვითმფრინავის რეისი "გამაზა". ამის შემდეგ, ამსტერდამიდან უკრაინისკენ მიმავალ რეისის ბილეთი სხვას გადაუცვალა უფრო იაფფასიან ბილეთში. მოგახსენებთ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან რამოდენიმე საათში უკრაინაში ჩამოვარდა და ამ უბედურ შემთხვევიდან გადარჩენა ვერავინ მოახერხა. ასე რომ დე იონგმა ორივეჯერ ასცდა თვითმფრინავში სიკვდილს.

image





ჯოანა გინტერი - აშშ-ს ტეხასის შტატის მკვიდრმა, მათემატიკის პროფესორმა ჯოანა გინტერმა ზუსტად 4 ჯერ მოიგო "გადაფხიკე და მოიგე" –ში მილიონები. პირველ ჯერზე 5, 4 მილიონი$, 2 წლის შემდეგ 3 მილიონი$, 3 წლის შემდეგ 2 მილიონი $, 4 წლის შემდეგ 1.5 მილიონი დოლარი და საბოლოოდ 2008 წლის გაზაფხულზე ამჯერად 10 მილიონი დოლარი.

image





კრის დედი, მიხაელ ბრენსონი და კრეიგ ჰოსკინგი - ამ სამ მეგობარს საშინელი თავგადასავალი გადახდათ. მოგზაურობის დროს ვერტმფრენი დაზიანდა, რის შედეგადაც მოქმედ ვულკანში ჩავარდა. გადარჩენილები ორი დღის მანძილზე აქტიურ ვულკანში იმყოფებოდნენ, სახლში უმნიშვნელო ნაკაწრებით დაბრუნდნენ.

image





ჯულიენ კეპკე პერუვიანი - ჩამოვარდნილ თვითმფრინავიდან გადარჩენა ალბათ სასწაულის ტოლფასია. ამ ქალბატონმა გადარჩენა მოახერხა და ამავდორულად 10 დღის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში სიცოცხლე შეინარჩუნა. როგორც ცნობილია, ქალბატონი რამოდენიმეჯერ გადაურჩა ნიანგების თავდასხმას.

image





ენ ჰოჯესი - ის პირველი ადამიანია, რომელსაც მეტეორი დაეჯახა, ეს მოხდა 1954 წელს. რა შუაშია იღბალი? - ყურადღებით წაიკითხეთ: ქალბატონი სავარძელში იჯდა და სიმყუდროვით ტკბებოდა, როდესაც ზემოდან ტენისის ბურთის მოცულობის მეტეორი ჩამოვარდა. სანამ ქალბატონს მოხვდებოდა, ჯერ რადიოს ანტენას, შემდეგ ჭერს და ბოლოს ჭაღს დაეჯახა... ამით მეტეორმა მცირედი რადიუსი შეიცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალს თავში მოხვდებოდა და გადარჩენაც შეუძლებელი იქნებოდა.

image



ახლა იღბლიანებო, თქვენ გადაწყვიტეთ, თუ რამდენად იღბლიანები ხართ...!


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ

image


5 ბუნებრივი ხმაური, რომელსაც ადამიანის დაყრუება შეუძლია!

image


5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ

image


გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image



კარგია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამ ქვეყანაში!

image



მონაწილეობა მიიღო 53 სამხედრო ოპერაციაში, გადაარჩინა 12 ადამიანი - ლეგენდა პენსიაზე გავიდა!

image



ვარსკვლავების თამამი განცხადებები პირველი სექსის შესახებ...

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი)

image



5 ყველაზე არაჩვეულებრივი სოფელი დედამიწაზე - დაუჯერებელი არაფერია!!!

image



პოლიციამ ქალბატონის სახლი გაჩხრიკა, ხოლო როდესაც მაცივარი შეამოწმეს...

image

0
1489
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0