x
image
მაია 24
1 აგვისტოს ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში - ასტროლოგის რჩევები უახლოეს პერიოდთან დაკავშირებით
image

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ხვალინდელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს და უახლოესი პერიოდის მოკლე მიმოხილვასაც გვთავაზობს:


"ხვალ დილით (07:11) ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში!


შესაბამისად, ვიცით უკვე, რომ ახალი საქმეების დაწყება ამ პერიოდში არ შეიძლება, მინიმუმ 3 აგვისტომდე, შეიძლება მხოლოდ დაგეგმვა, უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მიმდინარე საქმეებით და ახალი კი ახალმთვარეობის ზონის გასვლის შემდეგ დავიწყოთ.



კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობამდე გავათავისუფლებთ ჩვენს საცხოვრებელს ყოველგვარი ზედმეტობებისგან - მოიშორეთ დრომოჭმული, გამოუსადეგარი ნივთები, არასაჭირო კავშირები და ახალმთვარეობა ახალი ფურცლიდან დაიწყეთ!


რადგან ახალმთვარეობა ლომის ნიშანში ხდება, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს! მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.


სასიკეთოა ისიც, რომ კომუნიკაციისა და ინფორმაციის პლანეტა, მერკური, პირველ აგვისტოს სწორდება! მართალია რეტროგრადულობის ინერცია რამდენიმე დღე კიდევ გასტანს, მაგრამ მაინც, გამოსწორდება ურთიერთგაგების, საერთო ენის გამონახვის, კომუნიკაციის თემები... ეშველება ჩვენს ტექნიკასაც, რომელმაც ბოლო 3 კვირის მანძილზე ბევრთან აურია.


ლომში ამჟამად იმყოფება ვენერა და მარსიც! რადგან ლომი გართობის, სიამოვნების მიღების, სიყვარულის ნიშნად მოიაზრება - წესით, სწორედ ამ ტენდენციების გაძლიერებას ველოდებით აგვისტოს თვეში.


ბედნიერ, ლაღ, სასიამოვნო პერიოდს გისურვებთ!"



ასევე დაგაინტერესებთ:


როდიდან გაუმჯობესდება საქართველოს მომავალი, მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით - ასტროლოგი მძიმე კოსმიური პერიოდის შესახებ


რისგან უნდა შევიკავოთ თავი 3 აგვისტომდე - ასტროლოგის რეკომენდაცია


აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულში

0
364
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0