x
image
მაია 24
რისგან უნდა შევიკავოთ თავი 3 აგვისტომდე - ასტროლოგის რეკომენდაცია
image

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მერკურის რეტროგრადულობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გვაძლევს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"რეტროგრადულმა მერკურიმ შეგვაწუხაო, მწერენ. ჯერ სადა ხართო - მერკურმა შემოგითვალათ და საერთოდ დააგდო სიჩქარე. ხვალიდან კი სულაც სტატიკური გახდება. თუმცა დიდი ხნით ვერა, მხოლოდ 2 აგვისტომდე იქნება, უკაცრაული პასუხია და, ასე ორღობეში გაჭედილი მიხოს სახედარივით.

ჩვენც დავუთმოთ და მაინცდამაინც ახლა ნუ მოვინდომებთ სამისო საქმეების კეთებას - ხელშეკრულებების გაფორმებას, საბუთებზე სირბილს, შეხვედრების დანიშვნას, გამოცდების ჩაბარებას, მანქანის შეკეთებას, ტექნიკის ყიდვას, ბილეთების შეძენას....


2 აგვისტოს ნაშუადღევს კი ისევ დაიწყებს საათივით წიკწიკს, თანაც უკვე დირექტული მიმართულებით და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

მერკური უკვე 3 კვირიაა რეტროგრადულია", - წერს ასტროლოგი.


პლანეტა მერკური წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაფეზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებას და გამოყენებას.


image


ყოველდღიურ ცხოვრებაში რეტროგრადული მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ადამიანები მძიმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომებს უშვებენ. გამეფებულია გაფუჭებულის "ტელეფონის" პრინციპი. მოლაპარაკებები და საბუთების მოგვარება რთულდება და გაურკვეველი დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში ჯობია არ შევიძინოთ, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ აღმოაჩნდეთ წუნი ან მალევე გაფუჭდეს. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ცუდად მუშაობს ამ დროს ფოსტაც, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინმეს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოთ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება დიდი ხნით გადაიდება ან სრულად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება. ხოლო სამსახურების და ფირმების მუშაობა ძალისხმევის უმრავლესობა ფუჭია და უშედეგო.


რეტროგრადული მერკურის დროს ადამიანებს აურაცხელი რაოდენობით არაორდინალური იდეა უჩნდება, რომელთა დამახსოვრება შემდგომ განხორციელება შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს.
ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავთ ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებეასა და უმრავლეს შემთხვევაში, პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომელსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან ან განადგურების პირას იმყოფებოდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულში

0
577
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0