x
image
Lerato
ბინა დამალული საძინებლით – მცირე ფართის მაქსიმალურად გამოყენება

image


ეს თანამედროვე სტილის სკანდინავიური ბინა ქალაქ გეტებორგშია ( შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით ვესტრა-გეტალანდის ოლქში). მართალია, სულ ერთი ოთახია, მაგრამ – როგორი! მაღალი ჭერისა და თეთრი ფერი წყალობით სივცე საკმაოდ დიდი ჩანს და მნახველში სხვენის ასოციაციას იწვევს. ამასთან, იგივე ოთახში, რომელიც მისაღებს წარმოადგენს, დამალულია საძინებელი ოთახი – უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძლივს შესამჩნევი ანტრესოლის ტიპის ადგილი ძილისთვის ჭერქვეშ. სამზარეულოს რაც შეეხება, შედარებით პატარა ზომისაა, შესრულებულია კონტრასტულ ფერებში და ნაწილობრივ გაულესავი აგურის კედლითაა წარმოდგენილი, რაც დღეს საკმაოდ ტრენდული და საინტერესოა!



მისაღები ოთახი საკმაოდ დიდი ფართის შთაბეჭდილებას ტოვებს – ეს ბუნებრივი სინათლის, თეთრი ფერის და მაღალი ჭერის დამსახურებაა. ავეჯის ძირითადი ნაწილიც თეთრია, თუმცა, დიზაინერმა კონტრასტული ფერის იატაკი და რბილი ავეჯი გამოიყენა ინტერიერის გამოსაცოცხლებლად. ოთახი არ არის გადატვირთული დეკორის ელემენტებით, რაც თანამედროვე სტილისთვისაა დამახასიათებელი. კედელზე ასევე შეამჩნევთ საკმაოდ დიდი ზომის სარკეს, რომელიც აქტუალურია მცირე ფართის ბინებში, რადგან უფრო დიდი სივრცის ასოციაციას იწვევს.


image

image

სამზარეულო კონტრასტული ფერებით, რომელიც ლავირებს თეთრს, ნაცრისფერსა და შავს შორის. თანამედროვე ავეჯი სადა, მარტივი ფორმებითა და ჩაშენებული ტექნიკით. ბარის ტიპის მაგიდასთან თვალშისაცემია უხეში სტილის დეკორი – აგურის კედელი, რომელიც თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სულ უფრო პოპულარული ხდება.


image


image

image

image

image


გარემოს გამოსაცოცხლებლად და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად მცენარეები მეტად მნიშვნელოვანია სახლისთვის.


image

image


მაღალჭერიანი ბინის ერთ-ერთი პლიუსი მისი სივრცის ვერტიკალურად გამოყენების შესაძლებლობაა. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ ფართს იგებთ, როდესაც საძინებელს ამ გზით აწყობთ. მხოლოდ საწოლი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი კომფორტისთვის.


image

image


image


image


image

image

image


სააბაზანო შესაბამისად პატარაა, ასევე, კონტრასტულ ფერებში, სადაც მხოლოდ შხაპის მიღებას შეძლებთ.


image


რამდენადაც შეამჩნევდით, ისევე როგორც ბინის სხვა ნაწილები, არც სამუშაო კუთხეა გადატვირთული ზედმეტი ავეჯითა და ნივთებით.


image

image


image


ასევე დაგაინტერესებთ:



ბაღის და სახლის გაფორმება ხის კუნძებით – 60 საოცარი იდეა


ინტერიერი და დიზაინი – 50 საოცარი ოთახი ბავშვისთვის


სიახლე მშენებლობაში – სახლები, რომლის ღირებულება მხოლოდ 15 000$-ია


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $?


ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


2
268
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
268
  
2019, 31 ივლისი, 9:29
კი, თან საწოლის ალაგება არ დაგჭირდება :))
2019, 30 ივლისი, 11:45
უმაგრეეეეეეს
0 1 2