x
image
Teklamaisuraze
ცხოველები და მათი ნაშიერები, რომელია ყველაზე მზრუნველი?

რომელი ცხოველია ყველაზე მზრუნველი დედა?

image

ნაშიერებზე მრავალი ცხოველი ზრუნავს, მაგრამ ამ მხრივ ორანგუტანს ვერავინ შეედრება. იგი ნაშიერს, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში კვებავს და ყოველ ღამე ჩახუტებულს სძინავს. პატარა ორანგუტანი დედასთან რჩება, სანამ 7-8 წლის არ გახდება.

დიდი ღორმუცელა

image

ლურჯი ვეშაპის ნაშიერი ყოველდღე 400 ლიტრამდე დედის რძეს სვამს, რაც დაახლოებით 5 აბაზანას გაავსებდა.


ბაყაყი, საუკეთესო მამა

image

შხამიანი მწვანე ხხემძრომი ბაყაყი. მამალი ჯერ ქვირითს დარაჯობს, შემდეგ კი გამოჩეკილი თავკომბალები გასაზრდელად უსაფრთხო გუბურაში გადაჰყავს.


რით იკვებებიან ზვიგენის ლიფსიტები?

image

ზოგიერთი მათგანი დანარჩენ ლიფსიტებს ჭამს. ჩვეულებრივი ქვიშის ზვიგენის ლიფსიტები დედის სხეულშივე იჩეკებიან. პირველი მათგანი დანარჩენი კვერცხებით იკვებება. და ასე იზრდება. ახალ დაბადებული ზვიგენის სიგრძე დაახლოებით 1 მეტრია.

რატომ აქვს კენგურუს ჩანთა?

image


კენგურუს ჩანთაში ნაშიერი უზის. რომელიც იქ უსაფრთხოდ არის. ახალდაბადებული კენგურუ ძალიან პატარაა და სუსტია. იგი დედის ჩანთაში ცხოვრობს, იქვე იკვებება რძით და იზრდება. სანამ არ მოღონიერდება და დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს.


ნუთუ ზღვის კუები წყალში იჩეკებიან?

image

ზღვის კუები წყალში ბინადრობენ, მაგრამ კვერცხებს ხმელეთზე ყრიან. დედა კუ ნაპირზე ამოხოხდება და ქვიშაში ორმოს ამოთხრის, სადაც კვერცხებს ყრის. ახალგამოჩეკილი კუები ზღვისკენ გზას თავად პოულობენ.

0
424
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0