შოუბიზნესი ბომბა სიდედრი და სანდომიანი პატარძალი - პირველი კადრები კუზანოვების ქალიშვილის ქორწილიდან 2019, 28 ივლისი, 22:49 პრასტიკური ქირურგის გუგა კუზანოვისა და კარდეოლოგ-ტელეწამყვანის ნინო ნადირაძის ერთადერთი ქალიშვილი ბაია კუზანოვი გათხოვდა. ამის შესახებ ინსტაგრამის მომხმარებლებს თავად ნადირაძემ ამცნო და გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მათ სახლში ვიზაჟისტები და სტილისტები გოგონების გასალამაზებლად ემზადებოდნენ.
სამზადისის შემდეგ ტელეწამყვანმა საკუთარი ვიდეო გაავრცელა როდესაც ის სახლის კიბეზე ჩამოდის, ნინო ნადირაძის გამოჩენამ ფურორი მოახდინა, მას ვარდისფერი კაბა ეცვა: თავად პატარძალი კი ახლადგავრცელებულ ფოტოებში განსაკუთრებით ბრწყინავდა. შეგახსენებთ რომ კუზანოვსა და ნადირაძეს მრავალწლიანი ქორწინებიდან 2 შვილი - გოგო და ბიჭი ჰყავთ. 3077 3-ს მოსწონს 1-ს არა
|