x
როგორ ექცევიან მამაკაცებს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image


ნებისმიერი ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მანიპულირებს მამაკაცზე. მაგრამ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის ქალები ამას ხშირად აკეთებენ.



ვერძი


ვერძებს აქვთ პოზიცია: " რად მინდა მამაკაცი? თუკი თავად გამოვიმუშავებ, თავად ვიხდი ცხელ ქვეყნებში მოგზაურობის ხარჯებს და თავადაც შემიძლია საკუთარ ნერვებზე თამაში? ", მაგრამ ამ მანტრას მანამდე ინარჩუნებენ, სანამ ნათურა არ გადაიწვება ან მანქანა არ აღმოჩნდება შესარემონტებელი. აი მაშინ კი ვერძი ყველაზე გამომწვევ კაბას იცვამს, ნაზად იღიმის და დასახმარებლად უახლოეს მამაკაცთან მიდის.



კურო


კურო იმისთვის მოევლინა ქვეყანას, რომ თავისი მშვენიერებით დაატკბოს გარშემომყოფები. ასე რომ, თუ ერთი მამაკაცი მანქანას უყიდის, მეორე იატაკს მოწმინდავს და ნაგავს გადაყრის, მესამე კი- შეუსრულებს ყველა სექსუალურ სურვილს- ეს სულაც არაა მისი მხრიდან მამაკაცების გამოყენება, არამედ – გაცვლა. ის ნებას გრთავთ უყუროთ, თქვენ კი კბილებით ბრილიანტები მიგაქვთ - სავსებით სამართლიანია.


ტყუპები


ტყუპები მამაკაცებზე მხოლოდ გასართობად მანიპულირებენ. გაემბმებიან თუ არა მახეში, არავინ იცის, მაგრამ ტყუპები ამას სექსუალურობის და გარეგნობით რომ არ ახერხებენ, ცხადია. მათი მთავარი იარაღი პირდაპირობა, გულკეთილობა და ზოგჯერ ზიანის არმომტანი ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ მის "მახეში" ებმებიან და მზად არიან მარტორქების ველიდან ყვავილებიც კი მოუტანონ, ცდილობენ მოაწყონ რევოლუცია, მზად არიან მათთან ერთად ძაღლთა თავშესაფარიც გაძარცვონ, ათასი სისულელე ჩაიდინონ, მთავარია ტყუპმა ტკბილად უთხრას.


კირჩხიბი


კირჩხიბები მამაკაცებზე ყოველთვის ღიად მანიპულირებენ, როცა სათქმელს პირდაპირ და რამდენჯერმე ეუბნებიან. ამისთვის კი ერთადერთ ფრაზას იყენებს : " შეიძლებოდა, რათქმაუნდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ, არაუშავს, რაც არის- არის."


ლომი


ცხოვრება კარგი და ლამაზია. თქვენ კი მოგეთხოვებათ დახარჯოთ დიდი ძალისხმევა და ენერგია, ყოველ დილას თავი მოიყვანოთ ფორმაში, დაიხუროთ გაპრიალებული გვირგვინი ხალხში გასვლამდე და მოაჯადოვოთ თქვენი მაგნიტური მიზიდულობით ყველაზე მდიდარი მამაკაცები. საბედნიეროდ ქალ ლომებს დროც ბევრი აქვთ და ძალაც.


ქალწული


მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ქალების შეყვარება მთელი ცხოვრების წყევლაა, ბევრი ამ "დაღს" ამაყად იტანს, დრო და დრო კი აღფრთოვანებულები არიან საკუთარი მდგომარეობით. ქალწული მთელი სიძლიერით იყენებს მამაკაცებზე მანიპულაციისთვის თავის დამოუკიდებელ და სრულყოფილ ქალურობას.



სასწორი


სასწორებს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ნაზები უფრო არიან თუ ლამაზები, რომელი გამოიყენონ მანიპულაციისთვის, რომ კაცები ფაფუკ ფისოებად აქციონ. მაგრამ თუ მესამეს- სექსს აირჩევენ, ისე იწყებენ მის გარშემო მამაკაცები მომრავლებას, რომ თვით ლომებსაც კი შეშურდებოდათ.


მორიელი


მორიელს არ უყვარს, როცა ვინმეს რამეს სთხოვს, სამაგიეროდ, როცა იღებს- ძალიან უყვარს. თუ მიზანში ამოგიღოთ და თქვენგან ვერაფერი მიიღო, ჩათვალეთ, რომ ტანჯვა და დამცირება გარანტირებული გაქვთ, თან ისე, რომ ვერასდროს ვერცერთი ფსიქოთერაპევტი ვეღარ გიშველით.


მშვილდოსანი


მშვილდოსნებს მამაკაცებისგან მხოლოდ სიყვარული სურთ, საუზმე საწოლში, კომპლიმენტები და წინდებს რომ არ ისროდნენ აქეთ-იქით, ამიტომაც მამაკაცებს ისინი მხოლოდ დღესასწაულებზე "იყენებენ". მან თუ მამაკაცი საახალწლოდ "გამოიძახა", შეუძლია თბილი ღვინო წრუპოს და ბრძანებები გასცეს, როგორ დაჭრას კაცმა კიტრი და როგორ შეწვას ქათამი.


თხის რქა


როგორც წესი თხის რქას მსხვერპლის როლი აქვს ხოლმე. მის სილამაზეს ისე ეჩვევიან მამაკაცები, რომ თავად სთავაზობენ დახმარებას, ფულს, სექსს და ცხოვრების სხვა სიამტკბილობებს. თხის რქების სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დიდხანს "იცავენ" თავს ასეთი მამაკაცებისგან : მაქსიმუმ ორი დღე.


მერწყული


მერწყულები საკუთარ სილამაზეს, სექსუალობას, ადეკვატურობას და საზოგადოებრივ კანონებს უარყოფენ და არავის მიმართ არ გამოიყენებენ. შეიძლება ხანდახან არღვევენ თავიანთ დაწესებულ წესებს და ისიც მაშინ როცა გამოუვალი სიტუაციაა. ზოგჯერ ასეც საჭიროა.


თევზები


დედამიწაზე რომ მამაკაცი არ არსებობდეს, ალბათ თევზებიც დაიხოცებოდნენ, რადგან, თუ სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები მამაკაცებს გამოიყენებენ, მიატოვებენ და ისევ ძლიერები და სრულყოფილები რჩებიან, თევზებს– საყვარელ ფისოებს დიდი თვალებით მამაკაცების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. ასეთი თვალებისთვის კი რამეზე უარის თქმა ყოვლად შეუძლებელია.








ასევე ნახეთ ყველაზე სექსუალური ქალები მამაკაცების აზრით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


7 მთავარი ნიშანი იმის, რომ სამყარო გისმენთ


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ






0
927
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0