პედიატრია უნდა გაითიშოს თუ არა კონდიციონერი, როცა ოთახში ბავშვია- ექიმი კომაროვსკი გირჩევთ 2019, 27 ივლისი, 10:52 საშიშია თუ არა კონდიციონერი ბავშვებისთვის?კონდიციონერი - კარგია და საჭიროა. რა თქმა უნდა, თუ სწორად იყენებთ მას! საჭიროა:1. მოწყობილობის ყურადღებით შერჩევა. ინტენსიურობის რეგულირების და ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების შესაძლებლობა.
2. ინსტრუქციის შესწავლა. ფილტრების რეგულარულად შეცვლა, ადეკვატური სპეციალისტების მიერ სწორი და დროული ტექნიკური მომსახურება.
3. ჰაერის ტენიანობის კონტროლი! ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც თავად კონდიციონერის მუშაობის პრინციპი აგებულია ჰაერში არსებული ტენის კონდენსირებაზე. თუ ოთახში (განსაკუთრებით ბავშვის ოთახში ) კონდიციონერია, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ოთახში ჰიგრომეტრი და ჰაერის დამატენიანებელი.
4. კონდიციონერის ამოცანაა- კომფორტული ჰაერი, და არა მაცივრის ფილიალი. თუ გარეთ +40 °С-ია, მაშინ შენობაში არ უნდა იყოს 18 °C. 22-24 °C - საკმაოდ ადეკვატურია.
5. მომუშავე კონდიციონერის წინ ჰაერის აქტიური მოძრაობის ზონა მდებარეობს, მაგრამ ამ ზონის ზომა ( ორი სამი მეტრია როგორც წესი) ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია აპარატის კონკრეტულ მოდელზე. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული - უკიდურეს შემთხვევაში ასეთ ადგილზე საბავშვო საწოლი არ უნდა განთავსდეს . 6. კონდიციონერის გამოყენება - არ არის მიზეზი ჰაერის შეცვლის დასავიწყებლად. რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, რა თქმა უნდა ამინდის და გარეთ არსებული ეკოლოგიური გარემოების გათვალისწინებით.
7. კონდიციონერის პულტი არ უნდა იყოს ბავშვისთვის მისაწვდომი. ეს დედის სათამაშოა! არ შეიძლება! ერთი წუთითაც კი არ შეიძლება! :-)..
გისურვებთ ჯანმრთელობას!იხილეთ ასევე:1.
2. 3. 4.
107 6-ს მოსწონს
|