სისხლის სამართალი ამერიკაში სიკვდილით დასჯა აღდგა 2019, 26 ივლისი, 13:46
აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ პირველად 16 წლის მანძილზე აღადგინა სიკვდილით დასჯა.
როგორც გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, მან ბრძანება გასცა, რომ ციხის ფედერალური სამსახური მოემზადოს ხუთი პატიმრის სიკვდილით დასჯისთვის.
ბარიმ განმარტა, რომ ხუთივე პატიმარი გასამართლებულია ბავშვთა და მოხუცთა მკვლელობა-გაუპატიურებისთვის. ფოტოზე:უილიამ ბარი
სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა აღსრულდეს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრამდე. იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ, ზოგიერთი შტატისგან განსხვავებით სიკვდილით დასჯაზე დაადგინა არაფორმალური მორატორიუმი 2003 წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილით დასაჯეს ლუის-ჯონს უმცროსი, სპარსეთის ყურის ომის 53 წლის ვეტერანი, რომელმაც 1995 წელს ტეხასის ავიაბაზიდან გაიტაცა19 წლის სამხედრო- ტრეისი ჯოი მაკბრაიდი, ჯერ გააუპატიურა და შემდეგ კი ავტომობილის ძალაყინით თავი გაუჩეჩქვა. ფოტოზე:ლუის ჯონსი და მისი მსხვერპლი ტრეისი მაკბრაიდი აშშ-ში სასამართლო საქმეების ნაწილი ფედერალურ დონეზე განიხილება, ხოლო ნაწილი შტატების დონეზე.ზოგიერთი დანაშაული, მაგალითად: ყალბი ფულის მჭრელები, ავტომატურად ხდებიან ფედერალურ სასამართლოზე, ამის გარდა ფედერალური სასამართლო განიხილავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს. 1972 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, როგორც ფედერალურ, ასევე შტატების დონეზე, თუმცა შემდგომ 1976 წლიდან უზენაესმა სასამართლომ შტატებს სიკვდილით დასჯის ნება ისევ დართო.1988 წელს მთავრობამ მიიღო კანონი, რის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა უკვე ფედერალურ დონზე იყო შესაძლებელი ამჟამად ფედერალურ ციხეში 62 პატიმარი იმყოფება, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი. 662 5-ს მოსწონს
|