x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138419
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნახეთ, როგორ გამოიყურება ალენ დელონის შვილიშვილი - ამბობენ, რომ ის ბაბუის ასლია (ფოტოები)
მსახიობ ალენ დელონს 60-80 -იანი წლების ულამაზეს მამაკაცად აღიარებენ. ამიტომ არაა გასაკვირი რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არც ქალებისგან უყვარდა შორს ყოფნა.


image
image

ერთ-ერთი ასეთი რომანტიული კავშირის დროს მას ვაშიშვილი ენტონი დელონი შეეძინა, რომელმაც თავის მხრივ მამას არაჩვეულებრივი შვილიშვილი აჩუქა. გოგონამ კი ბაბუას გარეგნულად ძალიან დაემსგავსა.


მოდი ერთად დავათვალიეროოთ ელისონ ლე ბორჟის ფოტოები და გავიგოთ ცოტა რამე მისი ცხოვრების შესახებ.



ის 1986 წლის 4 სექტემბერს პარიზში დაიბადა. მისი მშობლები ფრანგი მსახიობი ენტონი დელონი და მოცეკვავე მარი ელენ ლე ბორხესი არიან.


image

ბავშვობიდანვე ნათელი იყო რომ ელისონს კაშკაშა მომავალი ელოდა.


image


ეს კი იმით იყო განპირობებული რომ მისი ნათესავები დაკავშირებულები იყვნენ შოუ ბიზნესთან. ბაბუა ყველასთვის საყვარელი და ულამაზესი მამაკაცი, მსოფლიო დონის მსახიობი ალენ დელონი იყო.


image


ელისონი მამისგან განსხვავებით, ბაბუის კვალს არ გაყვა და პროფესიად მოდელობა აირჩია.


image


უნდა აღინიშნოს რომ მას ეს საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა. ელისონს ათობით ცნობილი ჟურნალისთვის აქვს ფოტოები გადაღებული, აქვს კონტრაქტები ცნობილ ბრენდებთა და არაერთ ცნობილ მსოფლიო დონის ფოტოგრაფთან თანამშრომლობს.


imageimageimageimageimageimage



დიდი წარმატების მიუხედავად ელისონი მოკრძალებულად ცხოვრობს და სხვა მოდელებისგან განსხვავებით ყველაფერი უბრალო უყვარს. საყვარელი საჭმელი - პიცა, საყვარელი ტანსაცმელი- არა გუჩი და დიორი, არამედ უბრალო მოკლე შორტია. გოგონას არ უყვარს "ტუსოვკები" და იშვიათად საუბრობს ვარსკვლავ ბაბუაზე.


image


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ის მთლად კინოინდუსტრიის გაშერე არაა და მას ორ ფილმში აქვს ნათამაშები მცირე როლი.


image

ფანების უმრავლესობა ამტკიცებს რომ ელისონი ბაბუის სრული ასლია.


თქვენ როგორ ფიქრობთ, გავს ბაბუას შვილიშვილი?








2
3898
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3898
  
2019, 25 ივლისი, 23:15
არ მიკითხავს:)
2019, 25 ივლისი, 23:05
დღეს საღამოს რას აკეთებს???????
0 1 2