x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
12 ვარსკვლავი, რომლებიც იშვიათად იღიმიან - ფოტოები, რომლის ნახვის შემდეგ თვალებს არ დაუჯერეთ
ცნობილი ადამიანები შანსს არ უშვებენ, რომ კამერის წინ გაიღიმონ. მაგალითად, საოცარი მარგო რობი ან მაიკლ ფასბენდერი, რომლებიც ცნობილი არიან თავისი საფირმო „ზვიგენის“ ღიმილით. ზოგიერთ ვარსკვლავს მხიარული განწყობის საჯაროდ დემონსტრირება საერთოდ არ სურთ და სერიოზულ სახეს ინარჩუნებენ.

image

ინტერნეტში დიდხანს ძიების შემდეგ რამდენიმე იშვიათი კადრი ვიპოვე, რომლებზეც ჩვეულებრივ პირქუში ვარსკვლავები მომღიმარი სახით არიან აღბეჭდილნი. თურმე ამას გარკვეული მიზეზი აქვს.


რობერტ პატინსონი


image

ამ განსაკუთრებულობის გამო მსახიობმა „ბინდის“ როლი კინაღამ დაკარგა. პატინსონი ამტკიცებდა, რომ ედვარდ კალენი პირქუში ბიჭი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემქმნელებს ეკრანზე მსუბუქი ღიმილის დანახვა მაინც სურდათ.

„მახსოვს, როგორ მომცეს პროდიუსერებმა წიგნის ასლი, სადაც ხაზგასმული იყო ყოველი შემთხვევა, სადაც ჩემი პერსონაჟი იღიმის“ – ამბობს რობერტი. როცა მსახიობმა თავისი დაიჟინა, დათხოვნით დაემუქრნენ.


უმა თურმანი

image

ჩვეულებრივ, მსახიობი წითელ ხალიჩაზე ოდნავ იღიმის. საქმე არა მკაცრ განწყობაში, არამედ ბავშვურ წყენაშია: თურმანს ღიმილის რცხვენია.

„როცა 10 წლის ვიყავი, ვიღაცამ მითხრა, რომ უშნო ღიმილი მაქვს, ამიტომ მთელი ახალგაზრდობა მრცხვენოდა და ღია პირით არასდროს ვიღიმი“ – გვიზიარებს უმა თურმანი. წლების განმავლობაში ვარსკვლავმა თავისი სილამაზის დაფასება ისწავლა და მორცხვობა დაივიწყა.


კრისტენ სტიუარტი

image

კრისტენ სტიუარტზე უემოციო მსახიობის იმიჯი ჩამოყალიბდა, რომელიც როგორც ეკრანზე, ასევე მოდურ საღამოებზე არ იღიმის. გოგონას უბრალოდ პაპარაცების ნებაზე გავლა არ სურს. ერთ–ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ღიმილი ნამდვილად იცის, მაგრამ არა ბრძანებით.


ვიქტორია ბეკჰემი

image

მაღალი წლის ქალი ფოტოგრაფების წინაშე ნეიტრალურ სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს და წლები ამ პრინციპს იცავს. თუმცა იყო მომენტები, როცა Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ემოციები ვერ შეიკავა და მთელი პირით გაიღიმა.


ეშლი და მერი–კეიტ ოლსენი

image

ცნობილი დები ღიმილს არ იშურებდნენ, როცა ახალგაზრდები და უდარდელები იყვნენ, თუმცა წლების განმავლობაში უფრო თავშეკავებულები გახდნენ. ახლა ფოტოგრაფები და ფანები მხოლოდ ოდნავ გაშლილი ღიმილით კმაყოფილდებიან და ტყუპების ძველი გულახდილობა და მხიარულობა ენატრებათ.


რუნი მარა

image

ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ვარსკვლავი ბუნებრიობის მომხრეა. „რაში მჭირდება ყალბი ღიმილი? ამას გულწრფელად არ მივიჩნევ – განმარტავს რუნი მარა. მსახიობი იღიმის მხოლოდ მაშინ, როცა გულწრფელად ბედნიერია.


ბილი აილიში

image

თანამედროვე ახალგაზრდების კერპს იმდენად არ უყვარს გაღიმება, რომ ალბომიც გამოუშვა სახელწოდებით „არ გამიცინო“. სინამდვილეში, ცნობილ მომღერალს მხოლოდ ზრდილობის გამო გაღიმება არ სურს. ურჩევნია ეს მხოლოდ მაშინ გააკეთოს, როცა ამას საჭიროდ თვლის.


კანიე უესტი

image

თუ ვერ იხსენებთ ბოლოს როდის ნახეთ მომღიმარი კანიე უესტი, მარტო არ ხართ. ზოგჯერ რეპერი ფოტოებზე უკმაყოფილოდ გამოიყურება. კანიეს თქმით, არ იღიმის, რადგან სურს მაგრად გამოიყურებოდეს.


კიმ კარდაშიანი

image

კანიე უესტის ყოფილი ცოლი კიმ კარდაშიანი ღიმილზე ძუნწია. 2014 წელს კიმმა განმარტა, რატომ გამოიყურება ფოტოებზე ასეთი სერიოზული. მიზეზი მარტივია: ცნობილ ადამიანს ნაოჭების ეშინია. ზოგჯერ კარდაშიანი საკუთარ თავს მოდუნების და გაღიმების საშუალებას აძლევს.


მომღერალი ლორდი

image

ჰიტის „Royals” შემსრულებელი თვალისმომჭრელი ღიმილით ფანებს იშვიათად ახარებს. მომღერალს აღიზიანებს, როცა ყველა ფოტოსესიზე ფართოდ გაღიმებას სთხოვენ, თუმცა ამის გაკეთება არ სურს. მას მხიარული პოპ–პრინცესის იმიჯის შექმნა არ სურს, ამიტომ ნეიტრალურ სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს.


დენიელ კრეიგი

image

ჯეიმს ბონდის ფილმების ვარსკვლავი სხვებს ღიმილით არ აოცებს ერთი მარტივი მიზეზით: პაპარაცები არ უყვარს. ზოგჯერ ფოტოგრაფები წარმატებული მომენტის დაჭერას მაინც ახერხებენ.


ბელა ჰადიდი

image

ცნობილი მოდელი ძალიან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ–ერთი ინტერვიუში ბელა ჰადიდი აღიარებს, რომ ზოგჯერ კამერის წინ გაღიმების რცხვენია. გოგონას ბევრი დრო დასჭირდა, რომ საკუთარი სახე შეეცნო და უხერხულობა დაეძლია.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ახალგაზრდები ვიყავით: 10 ცნობილი კინოწყვილი მაშინ და ახლა

image

ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ

image

12 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლებიც საზიზღარი ჩვევებით არიან ცნობილი

image

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

10 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ახლა 100-ზე მეტი წლის არიან

image

0
892
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
892