x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ევრონიუსი“ საქართველოში შემოდის და ქართულენოვან ტელე მაუწყებლობას იწყებს
image


25 ივლისს, ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. სილქნეტის ინფორმაციით, „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.


სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, ასევე, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. როგორც სილქნეტიდან გვაცნობეს, „ევრონიუს საქართველო“ სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს, ასევე, დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).


სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი მათთან მოლაპარაკებებს ასრულებს არხის მესამე ფრენჩაიზინგის პროექტის, „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. სილქნეტთან მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში „ევრონიუს ალბანეთის“ და გასულ კვირას დაანონსებული „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება.



სინლქნეტის ცნობით, „ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედიაკონტენტის პარალელურად. კერძოდ, როგორც სილქნეტიდან გვაცნობეს, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს.


ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ პიტერსი ირწმუნება, რომ ევრონიუსი 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფს მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი კი ამბობს, რომ ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0