ფსიქოლოგია თუ თქვენი შვილი კვებისას ასეთ თვისებებს ავლენს, ეს ნერვული ბულიმიაა და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა 2019, 25 ივლისი, 17:15 ნერვული ბულიმია და მისი გამოვლენა მოზარდებში.
ნერვული ბულიმია კვებითი აშლილობების საკმაოდ გავრცელებული სახეა. ეს აშლილობა ვლინდება ორი ძირითადი ფაზით: დროის მცირე მონაკვეთში დიდი, გადაჭარბებული დოზით საჭმლის მიღებით, ხოლო შემდეგ გაგრძელებული შიმშილით, ზედმეტი ვარჯიშით ან მიღებული საკვების ორგანიზმიდან ღებინებით გამოძევების.
როგორც ყველა საკვებით აშლილობას, ბულიმიას ახასიათებს აკვიატებული აზრები საკვებზე, რის გამოც მოზარდის ინტერესები და ფიქრები იზღუდება მხოლოდ საკუთარი წონით, გარეგნობით და მის მიერ მიღებული საკვების დოზით. ნერვული ბულიმიის რუტინა თითქმის ყოველთვის ერთნაირია. მოზარდი საკვებს იღებს ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით. ჭამისას ის კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. და ვერ ახერხებს შიმშილის დაკმაყოფილებას. საკვების მიღების შემდეგ მის გონებაში იღვიძებს სინანულის და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა. რის შემდეგაც ის მიმართავს წონის კლების ან მიღებული კალორიების მოცილების სხვადასხვა არაჯანსაღ ხერხებს. ისევე როგორც ანორექსიის დროს, ბულიმიის მქონე ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სხეულის მდგომარეობის ადეკვატურად აღქმას. რის გამოც წონის კლების სურვილი მას მუდმივად დაჰყვება. ფიზიკურად ბულიმია ხშირად ვლინდება გარკვეული ნიშნებით. რომელთა დიდ ნაწილს პირღებინება იწვევს, დაზიანებული კბილები, კუჭის წვენთან ხშირი კონტაქტის გამო. თვალების ცრემლიანობა, თითებზე ნაკაწრები კბილებისგან, ყელის ხშირი ტკივილი და გადიდებული გლანდები. მოზარდებში ბულიმიის ნიშნების შემჩნევა საკმაოდ მარტივია, მაგალითად საკვების მიღებიდან მცირე დროში საპირფარეშოში დიდი ხნით გასვლა. საჭმლის დიდი პორციების მიღება და შემდეგ გაძლიერებული ვარჯიში და ა. შ. ისევე როგორც სხვა კვებითი აშლილობების, ნერვული ბულიმიის პირველივე ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია სპეციალისტებისთვის მიმართვა. კვებითი აშლილობებით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი 15 - 24 წლამდე გოგონებში 12 ჯერ აღემატება სხვა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მსგავსი მენტალური აშლილობები სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ, ადეკვატურ მკურნალობას. ასევე დააინტერესებთ
სატანისტი, რომელიც ეშმაკის მსახური იყო ჯოჯოხეთიდან თავი დაიხსნა - რას ჰყვება ჯონ რამირესი 95 შეფასება არ არის
|