სხვა ორმა მამაცმა ტაქსამ თავი გაწირა და კობრა ერთი წლის ბავშვთან არ მიუშვა(ვიდეო) 2019, 25 ივლისი, 10:15 ![]() ღობიდან გამომძვრალი შხამიანი გველი პირველად ორი წლის თეთრმა ტაქსამ მოკსიმ შეამჩნია და მაშინვე მისკენ ყეფით გაქანდა.მალევე მეორე ტაქსამ, ოთხი წლის მაილი მეგობრის დასახმარებლად გამოენთო, გააფთრებულმა წამოიწყო კობრაზე შეტევა და კბილები ჩაავლო მას. ამ დროს კობრა ცდილობდა იმ ოთახისკენ გასრიალებულიყო, სადაც ერთი წლის გოგონას, სკაის ეძინა, მაგრამ ძაღლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ![]() ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ ძაღლებმა გველი მოკლეს, სამწუხაროთ გველისგან დაგესილილი 4 წლის მაილი მოკვდა, 2 წლის მოკსი გადარჩა, თუმცა თვალებში მიშხეფებული შხამისგან დაბრმავდა. ბავშვის მშობლები ამ დროს სამსახურში იყვნენ, ხოლო პატარა სკაისთან ძიძა იყო დატოვებული, რომელიც ბავშვის დაძინების შემდეგ გვერდზე ოთახში საშინაო საქმეებს აკეთებდა, ძიძამ ვერც გაიგო ძაღლების და კობრის ბრძოლის ამბავი, როცა გარეთ გამოვიდა, ნახა რომ ყველაფერი დასრულებული იყო. 1540 5-ს მოსწონს
|