ყველა ფოტოგრაფის ოცნებაა ისეთი სურათი გადაიღოს, რომელიც მნახველისთვის საინტერესო იქნება. ფოტოს ხარისხზე კი ბევრი ფაქტორი მოქმედებს: შინაარსი, საინფორმაციო ასპექტები და მიმართულებები, იდეა, კომპოზიცია… კიდევ ბევრი რამის აღნიშვნა შეიძლება, მაგრამ ამჯერად, ყურადღებას მხოლოდ რაკურსზე შევაჩერებთ.
პირველ რიგში, განვსაზღვროთ, თუ რა არის რაკურსი?
რაკურსი – არის ფოტოგრაფის თვალსაზრისი, გადასაღები ობიექტის სივრცეში მდებარეობასთან დაკავშირებით. რაკურსი ასევე არის, გადაღებული ობიექტის თითოეული წერტილის პროექცია – უფრო მარტივად, ეს არის ციფრული აპარატის მატრიცაზე (ფირზე) დაფიქსირებული გამოსახულება, რომელსაც ჩვენ მონიტორიანი ტექნიკური საშუალებით ვიღებთ. თუმცა, თანამედროვე ფოტოგრაფიაში, რაკურში, ჩვეულებრივ, გადასაღები ობიექტისადმი, ფოტოს გადაღების წერტილი და მიმართულება იგულისხმება.
დღეს ბევრი ფოტოგრაფი, ფოტოშოპის მეშვეობით ცდილობს თავისი ნამუშევრების სხვადასხავ ეფექტებით გაძლიერებას. თუ ამ ხერხით ფოტო უფრო ლამაზი გახდება, რატომაც არა (აქ საუბარია ფოტოეფექტებზე და არა ფოტომონტაშზე)... მაგრამ, თუ ეს მართლაც კარგი და ორიგინალური ფოტოა, არაფრის დამატება საჭირო არ არის. მთავარი ფოტოგრაფიაში, ხომ იდეა და სწორი რაკურსია?!
დიახ რაკურსი, რომლის შეცვლა და რედაქტირება გადაღებულ ფოტოზე უკვე შეუძლებელია და თუ სიუჟეტი კარგად არის დადგმული, ფოტო, Photoshop-ის გარეშეც, შეიძლება შეუდარებლ იყოს. როგორც ფოტოხელოვანები ამბობენ, – ნამდვილად ნიჭიერ ხელოვანს, არაფერი უნდა აკავშირებდეს ფოტორედაქტორებთან.
ქვემოთ მოცემული ფოტოები, სწორედ შერჩეულ მომენტში და კარგად შერჩეული რაკურსით არის გადაღებული. ზოგიერთი კი, წინასწარ არის დადგმული და გარკვეული ხრიკებიც არის გამოყენებული. მაგრამ, ეს ყველაფერი, ფოტოს გადაღებამდეა გაკეთებული.
«გოგონა საჰაერო ბუშტებით» (ფოტო დადგმულია: გოგონა ასფალტზე წევს, ხოლო ბუშტები დამაგრებულია)
ჰორიზონტის მიღმა
ლანდშაფტის დიზაინერის ხელი
«კაციჭამია»
ვულკანი
«მფრინავი ჰოლანდიელი
»
1, 2, 3
«გულივერი»
«ეს ის არ არის, რაც გგონიათ...»
სამხედრო აღლუმი ჩინეთში
უსასრულო შარფი
გზა, რომელმაც ცეცხლი შეაჩერა
3D ღრუბლები
ფარშევანგის «სული»
«ცეროდენა»
ჩრდილები
«სიკვდილთან თამაში» (სინამდვილეში, კაცი კანიონის ფსკერზე გამავალი მდინარის სანაპიროსთან დგას)
ზამთრის «თამაშები
»
ტალღის ქვეშ
ღრუბლების მიხატვა გადაწყვიტეს...
ლანდშაპტის «დიზაინერის ხელსაწყო»
ბალახის თმა
მთვარე «გადააყლაპა»
«გულივერის ფეხი»
საჩუქარი:
«პატარა და მუშა
»
«თვითმფრინავმა გაასწრო»
ქოლგა ცათამბჯენისთვის
ასე შენდებოდა «სამყარო»...
ახალგაზრდა ფერმერს ცხენი აჩუქეს
მატიე ვალბუენას სიმაღლე 167 სმ -ია, მაგრამ ამ ფოტოზე, ის ბევრად უფრო დაბალი ჩანს.
«ცოცხალი» თავი
ტბა (ერთი ფოტო)
მსოფლიოს დამპყრობელი (კიბო, სათლზე)
ეს კი, «საჭირო მომენტში» გადაღებული ფოტოებია: