საქართველო იაკუბ მაჰმუდოვი: აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანული მიწებია, ტიფლისი - ძველი აზერბაიჯანული ქალაქი 2019, 23 ივლისი, 15:40 ![]() მას ეჭვიც არ ეპატება იმაში, რომ ამ პროვოკაციის შემკვეთია სომხეთის ფაშისტური რეჟიმი:"სომხეთში არასწორი პოლიტიკის გატარების გამო, სომხები ძალინ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, რომ არა ეს პოლიტიკა სომხები მონაწილეობას მიიღებდნენ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში.სომხეთის მმართველი რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს დაარღვიოს სიმშვიდე სამხრეთ კავკასიაში. "არაფერს არ შეუძლია გააფუჭოს ურთიერთობა აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის, მიუხედავად ამისა, რიგ პროვოკაციებს რეაქცია უნდა მოჰყვეს, ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გარკვეული ძალები საქართველოდან ხშირად იყენებენ მსგავს პროვოკაციებს და ყოველთვის დაუსჯელები რჩებიან, თუ საქართველოში ტარდება პოლიტიკა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რომლებიც უძველესი დროიდან ერთგულები იყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობისა და არც თუ მცირე როლი ითამაშეს მის ისტორიაში, თუ მეჩეთის კედლებს შეურაცხყოფენ, შესაბამისად ისინი უნდა დაისაჯონ." როგორც იაკუბ მაჰმუდოვი აცხადებს, პროვოკაცია საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების უპასუხისმგებლობის ბრალია. "როგორ შეიძლება ორი ქვეყნის საზღვრის ასე დაუბრკოლებლად გადალახვა?გამოდის, რომ საქართველოს არ შეუძლია ღირსეულად საზღვრის დაცვა. თუ საქართველო აფასებს მეგობრულ ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, ჩვენ სერიოზულად ვართ შესფოთებულები იმის, გამო, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადალახეს საზღვარი და შეურაცხყვეს აზერბაიჯანელი ხალხი." ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართველი სპორტსმენების გამოხტომით, რომლებმაც ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე გაშალეს პლაკატი "კესიგჩიდაგი ჩვენია". ![]() გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინმა აზერბაიჯანელი ხალხის ნებართის გარეშე საქართველოს გადასცა შირაქის ველი- ჩვენი მიწები მდინარე განიხის(ალაზანის აზერბაიჯანული დასახელება) მარჯვენა სანაპიროდან., ჩვენ არ ვაყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს, რადგან ვაფასებთ მეგობრობას ქართველ ხალხთან.მეგობრობა ვერ მოითმენს ღალატს"-ამბობს იაკუბ მაჰმუდოვი. 1451 3-ს მოსწონს
|