სხვა შიდსით დაავადებული ტრანსგენდერი პედოფილი, რომელსაც სექსუალური კავშირი ჰქონდა არასრულწლოვან ბიჭებთან, მალე გათავისუფლდება 2019, 23 ივლისი, 14:20 35 წლის რორი ფრენსისი ახალი ზელანდიიდან, რომელიც მამაკაცად დაიბადა, თუმცა თავს ქალად მიიჩნევს, 2010 წელს არასრულწლოვანი ბიჭებისა და გოგონების გაუპატიურების ბრალდებით დაიჭირეს. იგი უკვე 9 წელი და 4 თვეა იხდის სასჯელს.
![]() რორის სურვილი იყო ქრისტიანულ ტაძარში ცხოვრება, რათა და მასსა და საზოგადოებას შორის ერთგვარი კედელი აღმართულიყო და საბოლოოდ გაეწყვიტა გარესამყაროსთან კავშირი. თუმცა იგი ამა წლის სექტემბერში გათავისუფლდება იმ პირობით, რომ არ მიიღებს ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და მუშაობის დაწყებასა და სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. ხოლო ის, თუ სად იცხოვრებს მომავალში, მასზე და სამართალდამცავთა ნებართვაზე იქნება დამოკიდებული. დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრები და ახლობლები თვლიან, რომ რორის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი, რათა ხალხმა მისგან თავი შორს დაიჭიროს. ![]() 352 1-ს მოსწონს
|