სხვა ირაკლი ოქრუაშვილი:ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი 2019, 23 ივლისი, 13:01
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პოლიტიკური პარტია "გამარჯვებული საქართველოს"დამფუძნებელი ინტერნეტში მის მისამართით გავრცელებული მემებს იუმორითვე პასუხობს და "ფეისბუქზე"ასეთ პოსტს აქვეყნებს:
"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით"-წერს ირაკლი ოქრუაშვილი. შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, "რუსთავი"-2 მას ეკუთვნის, ხოლო ქიბარ ხალვაში ფორმალური მფლობელია, 7 მილიონი ასესხა და ამის დასადასტურებლი ხელშეკრულებაც არსებობს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და რუსთავი-2-ის ახლანდელი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ ხელშეკრულება ყალბია და ამას ექსპერტიზაც დაადასტურებს. თავის მხრივ იურისტებს ებადებათ კითხვა, თუ ეს სიმართლეა, საიდან ჰქონდა ამდენი თანხა ჩინოვნიკ ირაკლი ოქრუაშვილს? სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის საქმე. "ის შესაძლოა, თავის დროზე ჯეოსელის მეწილე ყოფილიყო და ჰქონოდა რაღაც თანხები, თუნდაც 7 მილიონი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას ეს ყველაფერი უნდა ჰქონოდა დეკლარირებული. უნდა მოინახოს მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები 2004 წლიდან, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე გახლდათ. თუ 7 მილიონის არსებობა დაფიქსირებულია, მაშინ ეს „გაპრავებულია, " წინააღმდდეგ შემთხვევაში ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ან შემოსავლები დამალა, ან ფული გაათეთრა, ანდა ფული ჰქონდა და არ მიუთითა, რაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია, " -აღნიშნა იურისტმა გელა ნიკოლეიშვილმა. 86 3-ს მოსწონს
|