x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138656
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
ისინი ყოველდღე ფანჯრიდან ახალ პეიზაჟს ხედავენ და დღეებს არ ითვლიან: რატომ მოგზაურობენ ადამიანები ფურგონებით
ადამიანს არაფერი არ ამდიდრებს ისე, როგორც მოგზაურობა. სხვადასხვა კულტურის და ისტორიის შესწავლა, ადამიანების გაცნობა და ლამაზი ბუნების დათვალიერება უდაოდ საუკეთესოა, ვიდრე ოთხ კედელშუა გამომწყვდევა. როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს გზაზე ცხოვრება, ყველაზე დიდი თავგადასავლების მოყვარულებსაც კი ზოგჯერ საკუთარი სახლი ენატრებათ.

image

სახლი მთელი თავისი უპირატესობით, როგორიცაა ცხელი შხაპი და დედის მიერ მომზადებული კერძები. ეს თითოეული ადამიანის კომფორტის ზონაა. როცა ადამიანები სამოგზაუროდ მიდიან, ისინი ამ უსაფრთხო გრძნობიდან შეიძლება ათასობით კილომეტრით დაშორებულნი იყვნენ.

image


და რა უნდა გააკეთოთ, თუ ორივე მხრიდან საუკეთესოს აღება გსურთ - სახლის მყუდროების და უსასრულო მოგზაურობის? ამ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება არსებობს და ამას „ფურგონში ცხოვრება“ ჰქვია.

სახლი ბორბლებზე

თავგადასავლების ბევრი მოყვარული ძველ ავტომობილებს (ავტობუსი ან ფურგონი) იყენებს, მას პატარა სახლად აქცევენ, რომელიც ყველა აუცილებელი პირობით არის აღჭურვილი. მათ შორის რბილი საძინებლით, პატარა სამზარეულოთი, საშხაპით და ტუალეტით.

image

ასეთი ტრანსპორტის მფლობელობა სახლის მონატრებას მოგაშორებთ და გარშემო სამყაროს სილამაზით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

მოგზაურობა ოთხფეხა მეგობრებით

სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალი 2 წლის შემდეგ? კომფორტული ფურგონი შინაურ ცხოველებთან ერთად დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ.

image

დამეთანხმეთ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ფურგონის უკანა კარიდან მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა.

image

შთამაგონებელი სურათები

მთებში გაღვიძება გასაოცარი გრძნობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ რბილ ლოგინში იღვიძებთ.

image

მექსიკა უბრალოდ ზღაპრული ადგილია!

image

მაქსიმალური ჰარმონია ბუნებასთან. „უბრალოდ წიგნს ვკითხულობდი, როცა ტბის პირას ეს მეგობარი შევნიშნე“ - წერს მოგზაური.

image

დღეები არ დაითვალოთ. ისე გააკეთეთ, რომ ყოველი დღე რაღაცას ნიშნავდეს.

image

რა თქმა უნდა, ასე ცხოვრებას თავისი ნაკლიც აქვს. მაგ., ყველა ფურგონს საშხაპე და ტუალეტი არ აქვს. თუ ავტომობილში საშხაპის დამონტაჟება შეძელით, გახსოვდეთ, რომ საშხაპედ სუფთა წყლის ავსება ყოველთვის მოგიწევთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ

image

საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

image

ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

image

ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია

image

24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

image

მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

image

რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
166