x
image
ლურჯი თოლია
8 სამოსი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში

image

თეთრი პერანგი
აუცილებელი ნივთების სიაში ერთ-ერთი მოწინავეა. უმჯობესია თუ პერანგის მატერია ძვირფასი იქნება. ეს ის ნივთია, რომელშიც ინვესტირება ნამდვილად ღირს.

პატარა შავი კაბა
ყველა დროისა და სიტუაციის ფავორიტი – პატარა შავი კაბა. სადა, დახვეწილი და სხეულის პარამეტრებზე იდეალურად მორგებული ეს სამოსი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ფეხსაცმელი პატარა ქუსლით
ის მოდური, ლამაზი და დახვეწილია, ამასთანავე ასეთი სიმაღლის ქუსლის ტარება მიზანშეწონილია ჯანმრთელობისთვისაც. მისი ტარებით არ დაიღლებით, სამაგიეროდ იქნებით მეტად თავდაჯერებულები და ელეგანტურები.

მაღალწელიანი ჯინსი
მაღალწელიანი ჯინსი, რომლიც იდეალურად გერგებათ, თქვენ პროპორციებს საუკეთესო სახით წარმოაჩენს, ამასთანავე მოგცემთ სხვადასხვა ზედატანის შეხამებისა და ინტერპრეტაციისათვის.

კლასიკური შარვალი
ასეთი შარვალი ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოგადგებათ. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური სიგრძის, ასევე კოჭის ზემოთ გადაჭრილი მოდელი (ამ უკანასკნელის შერჩევას უნდა მოერიდნონ შედარებით ტანდაბალი ადამიანები, რადგან ასეთი ჭრილი ვიზუალურად ამოკლებს სხეულს).

ზოლიანი ზედატანი
ასეთი ზედატანი ფრანგი ქალის სავიზიტო ბარათია და ის ნებისმიერი სტილის შესაქმნელად გამოდგება.

მოკლე ქვედაბოლო

ტრაპეციით - ასეთი ქვედაბოლო განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება თუ ის ხავერდის ან ვილვეტის ნაჭრისგანაა შეკერილი და/ან ქვედაბოლო ფანქარი -
ეს იდეალური ფორმის ქვედაბოლოა, რომლის სწორად არჩევის შემთხვევაში, გრძელვადიანად და ყველა სიტუაციაში მოგემსახურებათ. ის მიჰყვება ტანის სილუეტს, თუმცა ამასთანავე ნიღბავს არსებულ, ყველა ხარვეზს

პიჯაკი
ტანზე იდეალურად მორგებული პიჯაკი ის სამოსია, რომეიც აუცილებლად უნდა ქონდეთ. ის უხდება ყევლაფერს და ყველა სიტუაციას.

ჩანთა
ის ფუნქციონალურთან ერთად, ხარისხიანი, დახვეწილი და საერთო სტილის შესაბამისი უნდა იყოს.

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0