პროფილაქტიკა ინსულტის ნიშნები, რომლებიც არ უნდა დააიგნოროთ! 2019, 18 ივლისი, 9:19 ინსულტის დროს, ყოველ წუთს ადამიანის ტვინი თითქმის ორ მილიონზე მეტ უჯრედს კარგავს, პარალელურად კი ექიმის დახმარების გარეშე, თითოეულ საათში, ჩვენი ტვინი 3, 5 წლით ბერდება. ეს ფაქტორები ეხება მხოლოდ ინსულტის შემთხვევას.
ინსულტის შემდეგ ორგანიზმის ჯანმრთელობის აღდგენა, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუმცა სრული გამოჯანმრთელება, მაინც ვერ ხერხდება. ამიტომ, აუცილებელია მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ და ინსულტის თანმხლები ყველა სიმპტომის შემთხვევაში ვიმოქმედოთ მხოლოდ ექიმის მითითების შესაბამისად. მწვავე ცერებროვასკულური შემთხვევის ექვსი სიმპტომი არსებობს, რომელთა დაიგნორება არაფრით არ შეიძლება. 1. მეხსიერების პრობლემები. ბევრს სჯერა, რომ თუ მხედველობის გაურესების პრობლემა და ცალ თვალში სინათლის დაკარგვის მომენტი დგას, ეს ასაკის ბრალია, თუმცა გახსოვდეთ, რომ მიზეზი შეიძლება ინსულტი იყოს, რადგან ინსულტის დროს იბლოკება სისხლძარღვები და ჟანგბადის ნაკადი ვეღარ ხვდება თვალში, რაც იწვევს აღნიშნულ პრობლემებს. 2. ხელების დაბუჟება. თუ გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ, რომ მკლავი ან ფეხი დაბუჟებული გაქვთ, განგაშს ნუ ატეხთ, თუმცა, თუ გარკვეული დროის შემდეგ არ გაიარა, უნდა მიმართოთ ექიმს. სისხლის ნაკადის შემცირებით მოძრაობას არტერიებში, რომელიც ხერხემლის გავლით თავის ტვინს მიეწოდება, შეუძლია დაბუჟების გამოწვევა სხეულის გარკვეულ, ნახევარ ნაწილში. 3. მეტყველების დარღვევა. ზოგიერთმა მედიკამენტმა იცის გვერდითი ეფექტების ფონად მეტყველების დარღვევის გამოწვევა, თუმცა თუ მოულოდნელად შეგეცვალათ მეტყველება, უნდა მიმართოთ ექიმს საწრაფოდ, რადგან ეს არის ინსულტის კლასიკური სიმპტომი. 4. კოორდინაციის დარღვევა. ნებისმიერ ადამიანს ემართება ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის დროს კოორდინაციის დარღვევა, თუმცა თუ მსგავსი შემთხვევა ფხიზელ მდგომარეობაში დაგემართათ და დარღვევამ და თავბრუსხვევამ მალევე არ გაიარა, მიმართეთ ექიმს! 5. გულმავიწყობა. ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ რაღაც სიტყვა დავიწყებია, გონებაში გვახსოვს, თუმცა ენით ვერ გადმოვცემთ და გვითქვამს "ენის წვერზე მაქვს და ვერ ვიხსენებო". მაგრამ დაფიქრდით, თუ მსგავსი შემთხვევები მოხშირდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 6. თავის ტკივილი. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 60% რეგულარული თავის ტკივილით იტანჯება. შაკიკი ზოგჯერ ინსულტის სიმპტომების მსგავსია, თუმცა თუ მსგავს ტკივილს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ახლავს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! P.s. ჯანმრთელობას გისურვებთ! 1367 13-ს მოსწონს
|