რელიგია "ღმერთთან ურთიერთობის გარეშე არაფერს აქვს აზრი ცხოვრებაში" - მამა თეიმურაზ ქორიძე, გზა ფეხბურთელობიდან მღვდლობამდე 2019, 19 ივლისი, 13:34
ბოლოდროს მამა თეიმურაზ ქორიძის წერილები ყურადღებას იქცევს და ახალგაზრდა მღვდელი საზოგადოების დიდ სიყვარულს იმსახურებს.
საინტერესოა, პატარა ბიჭი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, როგორ დაადგა სულიერი ცხოვრების გზას. სტატიაში მისი ცხოვრებაზე გიამბობთ.
ცხოვრების გზა დაიბადა 1993 წლის 11 დეკემბერს, თბილისში, ჩაჩავას საავადმყოფოში. მაშინ სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და ძალიან რთული პერიოდი იდგა, მშობლებმა მალევე მონათლეს ქაშუეთის ტაძარში. "დედაჩემი ყვებოდა ხოლმე, რომ ისეთი დრო იყო, ბიბლიას ვკითხულობდით მაგიდის ქვეშ, რომ არავის დაენახაო, მე პატარა ვიიყავი და გავიგე ისე, რომ ბიბლიის წაკითხვა სხვაგან არ შეიძლებოდა. ავიღე ბიბლია, შევედი მაგიდის ქვეშ და დავიწყე კითხვა." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში. მამა თეიმურაზი მღვდლად გახდომამდე ერთ-ერთ საღამოზე კითხულობს თავის ლექსს
სანამ სულიერი ცხოვრება გაიტაცებდა, ფეხბურთს თამაშობდა, 14 წლიდან 17 წლამდე ძიების პროცესში იყო, სწავლობდა და მარხულობდა, ხანდახან მონასტერშიც რჩებოდა. მერე კი უარი თქვა ფეხბურთზე და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. - ყველაფერი, რაც მოხვდა ჩემს ცხოვრებაში ღვთის დიდი წყალობა იყო - ყველაფერი უნდა გავაკეთო თავმდაბლობითა და სიყვარულით. ეს სიტყვები მამა თეიმურაზ ქორიძეს ეკუთვნის. მისი ოცნება იყო სოფელში ემსახურა და ახლა იგი სოფელი დიდი ჩაილურის მღვდელია. სიყვარული 16 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების მეგზური გაიცნო. როგორც თავად აღნიშნავს, სიმამრის დახმარებით გახდა სოფლის მღვდელი დიდი ჩაილურში. მეუღლის მამაც ასევე მღვდელია. 5 წელიწად-ნახევარი იყვნენ შეყვარებულები შემდეგ კი, ყველა რიტუალის დაცვით ჯვარი მახათაზე დაიწერეს. მღვდლობამდე, შეყვარებულობის პერიოდში მამა თეიმურაზი სიყვარულსა და ოჯახზე: - თუ ოჯახი დაშენებულია სიყარულზე, კედლებად აქვს ერთგულება და იმედად ღმერთი, მაშინ ის ოჯახი არასდროს დაირღვევა, ყევლაზე მთავარი ეს არის, უბრალოდ ენდობოდე მას და იცოდე, რომ ის ყოველთვის შენ გვერდით იქნება. - ხანდახან არის, რომ ტკივილებისგან დაღლილს გჭირდება ადამიანი, რომელსაც ჩამოეყრდობი. სწორედ ეს ჩამოსაყრდნობია ოჯახში, რომელიც უდიდესი სიწმინდეა. - კარგ, წმინდა ოჯახებზე დგას ჩვენი ხვალინდელი დღე, რადგან ოჯახი შეუწონავი საგანძურია. მამა თეიმურაზი წერის ნიჭით გამოირჩევა, ეს ლექსი მან მეუღლეს, რუსკა ზაბახიძეს მიუძღვნა: ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე და გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება. ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშე მარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება. სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი, გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს. და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილი ეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს. გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც, ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს. სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც, ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს
მამა თეიმურაზი ოჯახთან ერთად
"ღმერთთან ურთიერთობის გარეშე არაფერს აქვს აზრი ცხოვრებაში "- მამა თეიმურაზ ქორიძე
სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი 1833 4-ს მოსწონს
|