x
image
ეკა ლაცკა
იცით თუ არა ის 10 სერიალი, რომელსაც მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით უყურებს
image

არსებობენ სერიალები, რომელთა პოპულარობამ უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა და რომლებსაც მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით უყურებს. მათ მოახერხეს და შეძლეს, ერთის მხრივ სერიოზული თემების წინ წამოწევა და მეორეს მხრივ კი იმ ინდივიდუალური მახასიათებლების წარმოჩენა, რომელთა გამოც ეს სერიალები ასე ძალიან შეიყვარა დიდმა თუ პატარამ.

მოვლენების განვითარების უწყვეტობა - სერიიდან სერიამდე...

პერსონაჟები, რომლებიც თითქმის საკუთარი ოჯახის წევრები ხდებიან და დღის გათენება გიხარია, რადგან მათთან შეხვედრისთვის საგულდაგულოდ ემზადები.


მაშ ასე, რომელია ის 10 სერიალი, რომელიც აუცილებლად ნანახი უნდა ქონდეს მათ, ვისაც მაღალი დონის სერიალები უყვარს:

image

1. მძიმე დანაშაული (breaking bad)

რეჟისორები: ვინს გილიგანი, მიშელ მაკლარენი, რაიან ჯონსონი, ჯონ დალი.

ამერიკული კრიმინალური ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ფილტვის სიმსივნით დაავადებული სკოლის მასწავლებლისა და ყოფილი მოსწავლის კრიმინალური ისტორია.

სერიალში მთავარ როლებს ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი ასრულებენ.

Breaking Bad-ს „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთი ნომინაცია აქვს მიღებული.


image

2. Prison Break / ციხიდან გაქცევა

ამ ცნობილი ამერიკული სერიალის გადაღება 2015 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. მაყურებელთა დაჟინებული თხოვნისა და რეიტინგის გამო, სერიალის შემქმნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ახალი სეზონი შეექმნათ, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.

სერიალში სიუჟეტი ორი ძმის გარშემო ვითარდება. აქედან ერთი სიკვდილმისჯილია იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, მეორე კი მის გასათავისუფლებლად იბრძვის.


image

3. ექიმი ჰაუსი / House

ყველასთვის საყვარელი ამერიკული სატელევიზიო დრამა - ექიმი ჰაუსის (House), დებიუტი 2004 წლის 16 ნოემბერს Fox Broadcasting Company-ს ეთერში შედგა.

მისი შემქმნელები არიან დევიდ შორი და პოლ ატანაზიო.

შოუს მთავარი გმირის, ექიმი გრეგორი ჰაუსის როლს თამაშობს ინგლისელი მსახიობი ჰიუ ლორი ( Hugh Laurie ).

სერიალი იმ ექიმზეა, რომელიც ანტისოციალური ყოფაქცევის მიუხედავად, ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამოხსნას სხვა ექიმებისთვის ამოუცნობი თავსატეხი შემთხვევები. ახალგაზრდა ექსპერტების გუნდთან ერად იგი ნებისმიერი შემთხვევაში პოულობს გამოსავალს...

ექიმი ჰაუსი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ.

მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა.

2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო.

მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები.

...
(შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე და იხილოთ ძალიან სახალისო ექიმი ჰაუსის სხარტულები )


image

4. შერლოკი / Sherlock

განა შეიძლება შერლოკს ერთი ამოსუნთქვით არ უყურო და თან ყოველი სერია არ გაოცებდეს?

შერლოკი“ - ბრიტანული ტელესერიალია, რომელიც ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმზის დეტექტიური მოთხრობების თანამედროვე ადაპტირებაა.

სერიალი შექმნეს სტივენ მოფატმა და მარკ გეტისმა.

შერლოკ ჰოლმზის როლს შესანიშნავად ასრულებს - ბენედიქტ კამბერბეჩი.

ჯონ უოტსონისას კი მარტინ ფრიმანი.

მათი დუეტი იმდენად შერწყმული და საინტერესოა, დიდი ხნის მანძილზე ახერხებს და არ გამოდის მაყურებლის ემოციებიდან.


image

5.სამეფო კარის თამაშები/Game Of Thrones

უკვე საკულტო სერიალად ქცეული ისტორიულ-ფანტასტიკური დრამაა, რომელიც „ემის“ ტრიუმფატორი არაერთხელ გახდა.

ეს არის არარსებული სამყაროს 7 სამეფოს ერთმანეთთან და საერთო მტერთან დაპირისპირების 7 სეზონიანი სერიალი, რომლის მერვე სეზონის გამოსვლას 2019 წელს მთელი მსოფლიო ელის.



image6.ტვინ პიქსი / Twin Peaks

დევიდ ლინჩის ლეგენდარული სერიალი ქალაქზე კალიფორნიაში, სადაც საიდუმლოებით მოცული ამბები ხება. აგენტი კუპერი ახალგაზრდა გოგონას, ლორა პალმერის სიკვდილს იძიებს.

სერიალის მეორე სეზონი მაყურებელმა 2017 წელს იხილა.

პირველი სეზონი კი 90-იან წლებში გამოვიდა.



image

7. გრეის ანატომია/ Grey’s Anatomy

ტელეარხ ABC-ის წარმატებული სერიალი, რომელიც 2005 წლიდან გამოდის, სხვადასხვა დაჯილდოებებზე მიღებული აქვს 50-მდე ჯილდო, მათ შორის - 2 ოქროს გლობუსი და 5 ემის ჯილდო.

მოვლენების ცენტრშია ქირურგი მერედიტ გრეი, რომელიც სიეტლის საავადმყოფოში მუშაობს.

გრეის ანატომია ეს არის სერიალი, სადაც შენს საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ყოველდღიურად განიცდი ტკივილს და ბედნიერებას, კამათს და შერიგებას… ნამდვილი მეგობრობა, გულწრფელი სიყვარული და ბევრი ინტრიგა!



image

8. სამშობლო/ Homeland

სერიალის პირველი სეზონი იწყება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ჩIA) ოპერატიული აგენტის და ამერიკელი ჯარისკაცის ურთიერთობით. აგენტი ფიქრობს, რომ ის ალ -ქაედას მიერ არის გადაბირებული.

სიუჟეტური ხაზი მესამე სეზონიდან იცვლება.

ეს არის დაძაბული საგამოძიებო მოქმედებებითა და მოულოდნელობებით დატვირთული სერიალი, რომელში განსაკუთრებით ბრწყინავს მთავარი გმირი, რომლის როლსაც შესანიშნავად თამაშობს - ქლერ დეინსი



image

9.ვიკინგები /Vikings

სერიალი მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე.

ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინის (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.



image

10. ალესილი კეპები

ბრიტანული განგსტერული საგა, რომელშიც მოვლენები 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბირმინგემში ვითარდება.

სილიან მერფი განასახიერებს ტომას შელბის, ყველაზე გავლენიანი ადგილობრივი ბანდის ლიდერს.


0
224
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0