x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორი მაკიაჟი მოსწონთ მამაკაცებს? ხრიკები, რომლებიც ძალიან წაგადგებათ
რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის. თუმცა, საინტერესოა, რა მოსწონთ სინამდვილეში მამაკაცებს?!



image





გთავაზობთ მაკიაჟის რამდენიმე ხრიკს, თუ რა მოსწონთ მამაკაცებს სინამდვილეში.




1. წითელი ტუჩსაცხი.


image


წითელი ტუჩსაცხი - სილამაზის ტენდენციებს შორის, ყველაზე გრძელვადიანი მოხმარებადი კოსმეტიკური პროდუქტია, რომელსაც გაყიდვების ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს ტუჩსაცხებს შორის. მე-18 საუკუნიდან, ის თავაზიანობის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მე-20 საუკუნეში მას მოიხმარდნენ სუფრაჟისტები პროტესტის ნიშნად. მერილინ მონროს ეპოქაში კი ის კლასიკად იქცა და დღემდე მოყვება მოდის ტენდენციას. კაცის თვალს არასდროს გამორჩება წითელი ფერის ტუჩსაცხი.






2. შავი ისრები.


image


შენ შეგიძლია ისრების დახატვა? მუქი ფერის და სქელ ჩრდილებზე არ არის საუბარი, უბრალოდ თვალის გასწვრივ წვრილი შავი ისრები, მასთან ერთად კი მუქად "ატუშული" წამწამები. მამაკაცები უბრალოდ გიჟდებიან მსგავს მაკიაჟზე. თან, თუ ცოტას წაიკეკლუცებთ და ხშირად დახრით თვალებს და გამომწვევ მზერას აჩუქებთ, ის უბრალოდ დადნება.






3. Smoky Eyes.


image


ქალში, მამაკაცების 50%-ის ყურადღებას მკერდის შემდეგ იპყრობს თვალები. თუ არ გისვიათ ისრები, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ რუხი, ღია შავი ან ყავისფერი ჩრდილები, მათ მსგავსი მაკიაჟი ძალიან ხიბლავთ. აუცილებლად შეიკავეთ თავი მწვანე, ლურჯი და სხვა მსგავსი მკვეთრი ფერებისგან, რადგან ის მათ არ მოსწონთ.







4. უმაკიაჟოდ.


image


ალბათ არ მოელოდით, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. მამაკაცების 40%-ს მოსწონს ქალის ბუნებრივი სილამაზე, ქალი უმაკიაჟოდ. ქალბატონებს, ვისაც ასეთი მამაკაცი ხვდა წილად, გილოცავთ, რადგან ძალიან ბევრი თანხის დაზოგვა მოგიწევთ.







5. ფრანგული მანიკური.


image


მამაკაცების 80%-ი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქალის ფრჩხილებს, თუ რამდენად მოვლილია ის. რა თქმა უნდა, მოსწონთ ფრანგული მანიკური- ე.წ "ფრენჩი". ფრანგული მანიკური 50 წელზე მეტია რაც აქტუალურია და კვლავ არ თმობს პოზიციას. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა, ბრენდი Orly-ის შემქმნელებს სთხოვა უნივერსალური რაღაც მოეფიქრებინათ, რომ გადაღებების დროს ქალებს აღარ დაეკარგათ დრო მანიკურის წასმაზე. აი, ასე აიღო სათავე ფრანგულმა მანიკურმა.







6. ბრაზილიური ეპილაცია.


image


მართალია, მას მაკიაჟთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ბრაზილიური ეპილაცია, რომელიც სათავეს 2000 წლიდან იღებს. ფილმის გმირებმა "სექსი დიდ ქალაში", კიდევ უფრო შთააგონა ახალგაზრდები, რომ ეს მტკივნეული ეპილაცია გაეკეთებინათ. დიახ! მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც ქალს ინტიმურ ადგილებზე თმა არ აქვს.







7. მსუბუქი არომატი.


image


ქალის სურნელი - აი რას გადაჰყავს მამაკაცი ჭკუიდან. ამიტომ, ეცადეთ სიფრთხილით აირჩიოთ არომატი, ის უნდა იყოს სუფთა, ბუნებრივი და მსუბუქი.







იხილეთ აგრეთვე:

როდის ტოვებს ქალი მოუვლელობის შთაბეჭდილებას და რა მოვიმოქმედოთ ამის თავიდან ასაცილებლადimage

0
107
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0