სხვა გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო 2019, 14 ივლისი, 23:44
ზოგიერთი ამ ისტორიას საშინელებათა ფილმს ადარებს, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ქვემოთ იქნება მოყოლილი, ნამდვილად ხდებოდა ამერიკელი გოგონას კოლინ სტენის ცხოვრებაში.
ერთხელ 20 წლის კოლინმა, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე მიიჩქაროდა, გადაწყვიტა მანქანა გაეჩერებინა და ავტოსტოპით წასულიყო. სტენს ახალგაზრდა წყვილმა გაუჩერა, რომელთაც თან მცირეწლოვანი ბავშვი ახლდათ. ვინმეს თუ შეეპარებოდა მათში ეჭვი და კოლინიც უპრობლემოდ ჩაჯდა მანქანაში. ცოლ-ქმარმა იმის ნაცვლად რომ დაბადების დღეზე მიეყვანათ, 400 კილომეტრის დაშორებით კალიფორნიის ქალაქ რედ ბლაფში წაიყვანა. კოლინი შეშინებული გადმოიყვანეს მანქანიდან 23 წლის კემერონ ჰუკერმა და მისმა ცოლმა ჯენისმა და ხის ყუთში დაამწყვდიეს. მათ კოლინი ყუთიდან დღეში ერთი საათით გამოჰყავდათ და ისიც იმიტომ, რომ ეცემათ. ჰუკერს მოსწონდა ადამიანების წამება და სიამოვნებით აკეთებდა ამას. როგორც მოგვიანებით კოლინმა მოჰყვა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, ცუდი გრძნობა გაუჩნდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გარდა ამისა, მისი თქმით, მან მალევე შენიშნა ნახვრეტებიანი ხის ყუთი, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იდო. როგორც აღმოჩნდა, ჰუკერმა ცხრა კილოგრამიანი ხის ყუთი სპეციალურად დაამზადებინა მომავალი მსხვერპლისთვის, რომელიც ხმაგაუმტარი მასალისგან იყო დამზადებული. იმ დროის განმავლობაში, მანამ კოლინი ამ ყუთში ჰყავდათ გამომწყვდეული, ცოლ-ქმარი მას შიმშილით და წყურვილით ტანჯავდა. გოგონა ყუთში საწოლის ქვეშ გამომწყვდეული იყო მაშინაც, როცა ჯენისი მის თავზე მეორე ბავშვზე მშობიარობდა. სამი წლის მერე კემერონმა გადაწყვიტა გოგონა მშობლებთან წაეყვანა, მაგრამ არა იმიტომ, რომ გაეშვა. მათ აიძულეს გოგონას ეთქვა, რომ ბიჭთან ერთად ცხოვრობს და ბედნიერია მასთან. ხოლო მშობლებს რომ ეჭვი არ გასჩენოდათ, კემერონმა კოლინთან ფოტოები გადაიღო ღიმილიანი სახით. მონობის პერიოდში კოლინს დამლაგებლობაც უწევდა და ძიძობაც, მას ნებას რთავდნენ მიეხედა სახლისთვისაც და ბავშვებისთვისაც. გოგონა იმდენად შეშინებული იყო, რომ გაქცევას საერთოდ არ ფიქრობდა. მოგვიანებით კემერონმა გადაწყვიტა კოლინი მეორე ცოლად ჰყოლოდა, რაც ჯენის ძალიან არ მოეწონა. მაშინ გადაწყვიტა ჯენისმა, კოლინისთვის მოეყოლა სრული სიმართლე. როგორც აღმოჩნდა ჯენისსაც ასე ექცეოდა 15 წლის ასაკიდან კემერონი. საბოლოო ჯამში ის დათანხმდა მის ქმარს ყველა სადისტური ფანტაზია აესრულებინა. ჯენისმა გადაწყვიტა დახმარებოდა კოლინსაც და საკუთარ თავსაც. ერთ დღეს ბავშვებს მოჰკიდა ხელი და ქმრისგან გაიქცა, კოლინი კი ავტობუსების გაჩერებამდე მიიყვანა. უცნაურია, მაგრამ მსხვერპლმა პოლიციას არ შეატყობინა. მის მაგივრად ეს ჯენისმა გააკეთა. მან დაწვრილებით მოუყვა პოლიციას, როგორ გაიტაცა გოონები, როგორ აწამდებდა მათ და რომ ერთი მათგანი მოკლა კიდეც. კემერონს სასამართლომ 104 წელი მიუსაჯა. 590 1-ს მოსწონს
|