კომპიუტერები და პროგრამები გერმანელმა დიზაინერმა "მისტერ ტრამპუტინი" შექმნა(ვიდეო) 2019, 14 ივლისი, 14:17 გერმანელი ალექსანდრ კურტი მოუშენ-დიზაინერი და 3D მხატვარია, რომელმაც ერთმანეთში გააერთიანა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების არა მარტო სახეები, არამედ მიმოხვრები, საუბრის მანერა და დაარქვა "მისტერ ტრამპუტინი" ალექსანდრა კურტმა ძირითადი სამუშაო განახორციელა პროგრამა DeepFaceLab-ით, ხოლო პოსტ-დამუშავება Adobe After Effects-ით გააკეთა. როგორც მხატვარი აცხადებს, ვიდეო ექსპერიმენტული ხასიათისაა და არანაირ პოლიტიკურ დატვირთვას არ ატარებს.კურტმა "სამუშაო ვიდეოდ" აიღო ტრამპის გამოსვლა ევროკავშირის მკაცრ პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების წინააღმდეგ. გამცემა TJ აღნიშნავს, რომ დიზაინერის ახლანდელი ნამუშევარი ბევრად უფრო ეფექტურია წინანდელებთან შედარებით, ალექსანდრ კურტმა მანამდე მაგალითად მარკ ცუკერბერგის სახე დაადო მსახიობ ჯესი აიზენბერგის სახეს, რომელმაც ცუკერბერგის როლი ფილმ „სოციალურ ქსელში“ შეასრულა. 52 4-ს მოსწონს
|