x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე გვგონია (5 რუკა)

პიტერ ედვუდმა (Peter Atwood), ახალი შოტლანდიიდან (კანადა), იმის დასამტკიცებლად, რომ სხვადასხვა ქვეყნევში, თუ კონტინენტებზე მცხოვრები ადამიანები უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია, ინფრასტრუქტურის რუკები შექმნა. როგორც თავად ავტორი ამბობს, თითოეული რუკა, ისტორიას ყვება იმის შესახებ, თუ ადამიანებმა რომელი ქალაქები და ქვეყნები აირჩიეს საცხოვრებლად, როგორ და სად მოგზაურობენ და ბევრ სხვა რამეს:



ქალაქები


image
ამ რუკაზე ჩვენი პლანეტის დასახლების პუნქტებია ნაჩვენები – თითოეული ქალაქი, თითო მანათობელი წერტილია, მსხვილმასშტაბიან რუკაზე. მაგრამ, აქ შემცირებული მასშტაბის ფონზე, კარგად ჩანს მოსახლეობის სიმჭიდროვე დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. მაგ., ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის განათებული იაპონიის კუნძულები და ევროპის ნაწილი. ამავდროულად, შეგვიძლია დავინახოთ აფრიკის, სამხ. ამერიკის და ავსტრალიის დაუსახლებელი ჯუნგლები და უდაბნოები, რომლებიც, რეალურად, არც კი ჩანს.


image
სამანქანო გზები


image
მსოფლიოში 60 მლნ. კმ-ზე მეტი სიგრძის გზა არის გაყვანილი. მოცემულ რუკაზე კი, შეგიძლიათ ნახოთ გზები, რომლებიც იმ ადგილებია გაყვანილი, სადაც ადამიანები არც კი ცხოვრობენ. მაგ., მთებში და უდაბნოებში, – იმისთვის, რომ ამ ობიექტების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდნენ.


image
აეროპორტები


image
პლანეტის ყველაზე იზოლირებულ ადგილებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების ერთადერთი საშუალება ავიატრანსპორტია. ამაზონის წვიმიანი ჯუნგლები, ავსტრალიის უდაბნოები და ჩრდ. კანადის ქალაქები, არც საავტომობილო გზებით და არც რკინიგზით, არის დაკავშირებული დანარჩენ მსოფლიოსთან. საკვები პროდუქტები და სხვა ნივთები, აღნიშნულ რეგიონებში, მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით გადააქვთ.


image
პორტები


image
თითქმის ყოველ წელს, ოკეანის, ზღვის ან მდინარის სანაპიროსთან ახალი პორტი შენდება. ათასწლეულების მანძილზე, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებს შორის, მაკავშირებელი ერთადერთი საშუალება გემი იყო. დღესაც კი, საკვები პროდუქტების უდიდესი ნაწილი, სამოსი, ავტომობილები და სხვა ნივთები, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჩვენამდე სწორედ საზღვაო ტრანსპორტით მოდის.


image
რკინიგზა


image
ეს რუკა იმას გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია სხვაობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს შორის. მაგ., ევროპა, უფრო სწორედ, მისი ერთი ნაწილი, ყველაზე მეტად არის განათებული, რაც აღნიშნულ რეგიონში, კარგად განვითარებული სარკინიგზო ტრანსპორტის არსებობაზე მეტყველებს. ამის წყალობით, ავტომობილის გარეშე, პრაქტიკულად, ნებისმიერ წერტილამდე შეიძლება მისვლა. მეორეს მხრივ, ჩრდ. ამერიკაში მატარებლები, ძირითადად, შორ მანძილზე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. imageხოლო, აფრიკაში, რკინიგზის უდიდესი ნაწილი, ტვირთის სანაპიროებამდე მისატანად და იქიდან უკვე საზღვაო ტრანსპორტით, ევროპაში გადასატანად, კოლონიზატორების მიერ არის შექმნილი.

რკინიგზის ტრანსპორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არსებობს: ავსტრალიაში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო შემადგენლობებია (500 ვაგორი, ერთ შემადგენლობაში), რომლითაც კონტინენტის დაუსახლებელი რეგიონების გავლით, სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება ხდება.

imageimageimage
imageimageimageimage











0
590
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0