სიახლეები
სახიფათოა თუ არა თავის ტკივილი?-გაეცანით სიმპტომებს
2019, 13 ივლისი, 22:22
როდის უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება თავის ტკივილს:
- თუ ფიქრობთ, რომ თავის ტკივილის პროცესი შეიცვალა(სხვა ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივ)
თუ თქვენ განიცდით უკიდურესად მძიმე ტკივილს (ეს შეიძლება იყოს ინსულტის სიმპტომი).
- თუ ტკივილი ძლიერდება, როცა ახველებთ ან დადიხართ. ეს ყოველგვარ ზვღვარს სცილდება
- როცა ტკივილი ხელს გიშლით, განახორციელოთ ყოველდღიური საქმიანობა
- თუ თავის ტკივილის დროს მატულობს აგრესია და გაღიზიანებადობა.
- თუ გრძნობთ მხედველობის დაქვეითებას, მეტყველების წართმევას, სისუსტეს, თაბრუსხვევას, სასწრაფო გამოიძახეთ.
- თუ ტკივილი ჩნდება უცაბედად, ღამე.
- თუ თქვენ თავი დაარტყით და ტკივილი დიდი ხნის მანძილზე არ ქრება.
ეს სიმპტომების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც განსაკუთრებით ყურადსაღებია. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.