მუსიკა "თქვენ გგონიათ კიკაბიძე რუსეთში კონცერტებს არ მართავს?"–ბორის კლუევი 2019, 13 ივლისი, 15:17 თეატრის და კინოს მსახიობი ბორის კლუევი ამტკიცებს, რომ ვახტანგ კიკაბიძე და სხვები ძალზე მოხერხებულად ორმაგ თამაშს ეწევიან, ჩუმად მართავენ კორპორატიულ კონცერტებს რუსეთში და ამით კარგ ჰონორარსაც იღებენ. "სიმართლეა, მას (კიკაბიძეს)ხელშეკრულებაში უწერია, რომ მისი ჩამოსვლის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და ამ ამბავზე კომენტარიც კი არ უნდა გაკეთდეს, ხელშეკრულებას ხელს აწერენ, მოდიან და მიდიან.. თქვენ გგონიათ, რომ სოფია როტარუ, სერდიუჩკა..ისინი აქ ფულს შოულობენ და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ხარჯავენ"-განაცხადა МК-სთან ინტერვიუში ბორის კლუევმა. შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძემ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ დაიფიცა, რომ ქვეყანას, რომელსაც მისი ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული აღარასდროს გამართავდა კონცერტს, ვახტან კიკაბიძემ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის გადაცემულ "Дружбы народов"-ის ორდენის მიღებაზეც. ვახტანგ კიკაბიძე და მსახიობი ბორის კლუევი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, მათ ერთად ითამაშეს ცნობილ საბჭოთა ტელესერიალში "ТАСС уполномочен заявить…" პარალელურად მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებაზე, რომ იგი რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავდა, რუს პოლიტიკოსს, დეპუტატს, რუსეთის ფედერალური კრების საბჭოს წევრს ალექსეი პუშკოვს ასეთი რეაქცია ჰქონდა: "რისი დამტკიცებაც გვინდოდა: კიკაბიძეც და ქათამაძეც ერთნაირი "ვაზელინები" არიან". ვახტანგ კიკაბიძის მისამართით გასულ წელსაც გავრცელდა ინფორმაცია, მისი ფარულად ჩატარებული კონცერტის შესახებ, თუმცა მომღერალმა კატეგორიულად უარყო: რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ უმსხვილესმა რუსულმა მუსიკალურმა სერვისებმა წაშალეს ნინო ქათამაძის სიმღერები, მას შემდეგ, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავდა. 697 5-ს მოსწონს
|