x
image
მაია 24
რატომ ჰყავს ყველა კაცს "ის ერთადერთი" ქალი, რომელიც არასდროს დაავიწყდება
image


რატომ ხდება, რომ თითქმის ყველა მამაკაცს ჰყავს "ის ერთადერთი ქალი, რომელიც წავიდა" და ვინც მთელ მათ სასიყვარულო ისტორიას კვალად გასდევს? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ჩვენ კაცები ვართ და დედა**ლი რამეები სწორედ ისაა, რაც საუკეთესოდ გამოგვდის - გარდა მძიმე წონის აწევისა, სპორტული გადაცემების ყურებისა (24/7) და მოდის საკითხებში გაუთვიცნობიერებლობისა.


ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ დროდადრო ჩვენს სასიყვარულო ცხოვრებასაც დაატყდება ხოლმე თავს ჩვენივე ქრონიკული სისულელეების რისხვა.


ახლა კი, ვიდრე იმ შეკითხვას გავცემთ პასუხს, თუ "რატომ" არსებობს თითქმის ყველა მამაკაცის წარსულში "ვიღაც ქალი", რომელიც "წავიდა" და მას შემდეგ მისი აჩრდილი მოსვენებას არ აძლევს მას - მოდი, ჯერ ტერმინების მნიშვნელობაში გავერკვეთ.



image


როგორც წესი, ამ სიტყვებს ყოფილი შეყვარებულის ან იმ ადამიანის აღსაწერად ვიყენებთ, რომელთანაც ოდესღაც სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა. ამასთან, ნებისმიერი რამ ჯერ შენი უნდა იყოს, რომ დაკარგო. განსხვავება მნიშვნელოვანია… შესაძლოა, ის არც არასდროს წასულა შენგან - რადგან ის არც არასდროს გყოლია ან არც არასდროს ყოფილა შენი.


ის, ვინც წავიდა, რიგითი ქალი არ ყოფილა - მას სწორედ იმ ქალად მიიჩნევდი, რომელთანაც ალბათ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდი, მის გვერდით ყველაფერს სხვაგვარად აკეთებდი…


შესაძლოა მიზეზი დეტალებში იყო - მაგალითად, არ ურეკავდი საკმარისად ხშირად, არასდროს უწყობდი სურპრიზებს. ან მიზეზი შეიძლება რაღაც მნიშველოვანიც აღმოჩნდა, რაღაც მიუტევებელი, მაგალითად, ტყუილი, ღალატი…

ერთი სიტყვით, თუ დღეს აღარ ხარ იმ ქალთან, რომელთან ყოფნასაც ისევ ისურვებდი - დიდი შანსია, რომ ეს სწორედ შენ იყავი, ვინც რაღაც მიქარა. ყოველ შემთხვევაში, თუ შენ ხარ, ვინც მოატყუეს, მეეჭვება, რომ ამ მატყუარას ისევ შენს ცხოვრებაში დაბრუნება გენატრებოდეს.


image


ხშირად, რა სხვა კონკრეტული მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ქალს ხელიდან ვუშვებთ, მის გვერდით უსაფრთხოების შეგრძნების სიყალბეა. კომფორტი ურთიერთობაში ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ მეტისმეტი კომფორტი ურთიერთობის დანგრევას იწვევს. როდესაც ძალიან კმაყოფილი ხდები რაღაცით, ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ამ რაღაცის ფასს ვერ აცნობიერებ და ისე აღიქვამ, როგორც თავისთავადს, ნაჩუქარს. ეს ძირითადად ადამიანებთან მიმართებაში გვემართება, განსაკუთრებით შეყვარებულებთან ან ყოფილ შეყვერებულებთან მიმართებაში.



ამიტომაა, რომ "ის ერთადერთი ქალი" მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ხანგრძლივად რჩება მის გონებაში. ბანალურია, მაგრამ "ნაჩუქარი" რაღაცის ფასს მისი დაკარგვის შემდეგ ხვდები. ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ყოფილი შეყვარებულის გარკვეული თვისებები ცოტა გადაჭარბებულად ან გალამაზებულად გვახსოვდეს და არა ისე, როგორც სინამდვილეში იყო. შეიძლება ერთად ყოფნის დროს ხშირადაც ჩხუბობდით, ან მისი ხასიათის გარკვეული შტრიხები ძალიან გამაღიზიანებელი იყო შენთვის, მაგრამ მისი დაკარგვის შემდეგ ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება - ამის მიზეზი თავად სიყვარულის დაკარგვის შეგრძნებაა. ცხოვრებაში ნებისმიერი დანაკარგი მძიმეა, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანებს ეხება, ეს კიდევ უფრო რთულია.

image


როდესაც ახალგაზრდები ვართ, ურთიერთობაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სწორედ ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილია - შენ ცხოვრობ და შენ სწავლობ. თუმცა ეს ამ გაკვეთილების სწავლას არ აადვილებს… და ადამიანები ყოველთვის წავლენ შენი ცხოვრებიდან, ვიდრე საკმარისად ბრძენი არ გავხდები, იმისთვის, რომ მათ გაუფრთხილდე.


ამბობენ, "პირველი დანაკარგი ყველაზე ღრმაა" და ეს ნაწილობრივ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ვგლოვობთ ერთ კონკრეტულ ქალს სხვებზე მეტად. ეს სავსებით ბუნებრივია, რომ თითქმის ყველა კაცს ჰყავს "ის ერთადერთ ქალი, რომელიც წავიდა", ვინაიდან ის პირველი იყო, ვინც მას სიყვარული და სხვა ძვირფასი გრძნობები აჩუქა.


როგორც წესი, ხშირად ყველა მომდევნო ქალსაც, რომელსაც ვხვდებით, იმ პირველთან მსგავსების გამო ვირჩევთ. როცა ახალი ქალი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მათ შედარებას ვიწყებთ წარსულის ქალებთან, რომც არ გვინდოდეს, მაინც.


ასეთი "წარსულის ქალები" მამაკაცების უმრავლესობას ჰყავთ, და მართალია ეს მტკივნეულია, მაგრამ ეს ის ტკივილია, რომელიც მათ გაზრდაში ეხმარება. ეს "მთელი სასიყვარულო თამაშის" ნაწილია. ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ - და ზოგჯერ დანაკარგი მართლაც ძალიან ძლიერია, ისეთი რომლის განცდაც ხანგრძლივად რჩება.


არჩევანი შენზეა - შეგიძლია ამაზე დიდხანს იდარდო, ან უბრალოდ კარგ გაკვეთილად გამოიყენო და მუდამ გახსოვდეს, რომ ურთიერთობები და, ზოგადად, ადამიანი ძალიან მყიფეა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება…


ასევე დაგაინტერესებთ:


რატომ ვერ ივიწყებენ ყოფილ შეყვარებულებს? - ჯანსაღი ურთიერთობების 6 წესი ფსიქოლოგისგან


"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"


ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს


"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

1
3959
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3959
  
2019, 14 ივლისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1