პროფილაქტიკა 7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს - სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან! 2019, 26 ივლისი, 10:57 ზოგიერთი პროდუქტის მიღებისას ტვინი სწრაფად იღლება, ავადდება და იმაზე გაცილებით ცუდად მუშაობს, ვიდრე შეუძლია. მათ, ვისაც სურს ტვინი მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ჰქონდეს, და ამასთან, იზრუნოს დემენციის პროფილაქტიკაზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ვარჯიში, არამედ სწორი კვებაც. რამდენად უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რომლის რეგულარული მოხმარებაც პირდაპირ აქვეითებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს. შეამოწმეთ ხომ არ არის რომელიმე თქვენს რაციონში. და თუ აღმოაჩენთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ის! მცენარეული ზეთიისევ მცენარეული ზეთით ამზადებთ სადილს და დარწმუნებული ხართ, რომ ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქით მომზადებული? 2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად დადასტურდა პირდაპირი კავშირი რეგულარული მოხმარების ზეთს, რომელშიც შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა–6 (ჩამონათვალში შედის მზესუმზირის და რაფსის ზეთი) და ალცჰეიმერის დაავადებას განვითარების მაღალ რისკს შორის. მიირთვით ზეითუნის ზეთი, რაც შეეხება ცხელ კერძებს, გამოიყენეთ ცხოველური ცხიმები თინუსითინუსი და ხმალთევზა ჩემპიონებად შეიძლება ჩავთვალოთ, როცა საქმე ვერცხლისწყლის შემცველობას ეხება. ამ ელემენტს უნარი აქვს დაგროვდეს ადამიანის ორგანიზმში, მისი მომატებული დოზა კი საზიანოა ტვინის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერებმა სამხრეთ ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ადამიანებს რომელთაც სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, ტვინის კოგნიტური ფუნქცია 5%-ით დაბალი აქვთ. დამეთანხმებით, რომ ეს დაუშვებლად ბევრია! საკვები, რომელიც მზადდება ფრიტურშიპირველ რიგში, აღსანიშნავია რომ ფრიტურში საჭმლის მოსამზადებლად იყენებენ მცენარეულ ან რაფსის ზეთს. და მეორეც, ასეთი ცხიმიანი საკვები იწვევს ტვიში ანთებითი პროცესების განვითარებას. გსურთ, რომ დარჩეთ ჭკვიანი და აქტიური? მოამზადეთ საკვები გრილზე, გამოაცხეთ, მოთუშეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ! ტკბილი სასმელებიტკბილი სასარგებლოა ტვინისთვის? ამ საკითხს ასე მარტივად ვერ შევხედავთ. ტკბილი გაზიანი სასმელის, წვენის, ჩვეულებრივი შაქრიანი ჩაის რეგულარული მიღება შესაძლოა იწვევდეს ენერგიის ხანმოკლე მოზღვავებას და ამაღლებდეს ტვინის აქტივობას, თუმცა, საფასურის გადახდა გვიწევს ანთებითი პროცესების მაღალი რისკით. ეს კი თავის მხრივ იწვევს კოგნიტური ფუნციის დარღვევას და დემენციასაც (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, სწავლის, აზროვნების, ორიენტაციის, მეტყველებისა და მსჯელობის სხვადასხვაგვარი აშლილობები) კი. სანამ გვიან არ არის გადადით უშაქრო ჩაიზე! ტრანსცხიმებიკონკურსი რომ ტარდებოდეს ყველაზე მავნე პროდუქტის გამოსავლენად, ეს საკვები თავისუფლად მოიგებდა და გრან-პრისაც აიღბდა. პრაქტიკულად ჩვენი სხეულის ყველა სისტემა ზიანდება, როდესაც ვიღებთ საკვებს ტრანსცხიმების მაღალი შემცველობით, რაღა თქმა უნდა, არც ტვინია გამონაკლისი. ტრანსცხიმების მიღება ხდება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ალცჰეიმერით დაავადების რისკი იზრდება, როცა მივირთმევთ ცხიმიანს და საზიანოს – გახსოვდეთ ამის შესახებ! ალკოჰოლიმეცნიერთა მტკიცებით, არ არის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა. კვირაში ერთ ჭიქა ღვინოსაც კი შეუძლია ზიანის მოტანა. და რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება: ეს ტვინის სტრუქტურისთვის საზიანოა, შესაძლოა დააზიანოს მისი ფუნქცია და შეუქცევადი გახადოს. რაც უფრო მეტს ვსვამთ, უფრო ცუდად მუშაობს ჩვენი ტვინი.
სწრაფი კვების პროდუქტებიგაჯერებული ცხიმები, მარილი, შაქარი – სწრაფი კვების პროდუქტები მოიცავენ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ტვინს. თუ გატაცებული ხართ ე.წ. "ფასთ ფუდით, " მხედველობაში იქონიეთ: მსგავსი საკვების ერთ ულუფას უნარი აქვს ხელი შეუშალოს ტვინს ახალი ინფორმაციის აღქმაში და დამუშავებაში. ასევე დაგაინტერესებთ: იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა? 5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს 5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს 12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს 5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ უჩვეულო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ 2134 6-ს მოსწონს |
თან დიაბეტიც ექნება და ის ჩამოთვლილი საკვებიც ეკრძალება)))) ეს ხუმრობით, ძალიან კარგად ვიცით, რა არის სასარგებლო და რა მავნე... ასპროცენტიანი ჯანსაღი პროდუქტი, თუნდაც კარაქი, გვითხრან, სად იყიდება და მერე დაგვიხეთქონ გულები(
სტატია კი უდაოდ ბევრ მოწონებას იმსახურებს,