x
image
ტორნადო07
რა ჩავიცვათ სამსახურში (ბიზნეს სტილი)
imageამ სტატიაში გიამბობთ ჩაცმის ძირითად ეტიკეტზე. მაშ ასე რა და როგორ უნდა ჩავიცვათ სამსახურში?

მთელს მსოფლიოში მიღებულია რომ უნდა ჩაიცვათ კოსტიუმი. ეს არის ეტიკეტის უნიკალური პოზიცია. მართალია ცხელ ამინდში დაიშვება გარკვეული გადახვევები, მაგალითად შესაძლებელია პიჯაკის გახდა. ჩამოვთვალოთ რითი არ შეიძლება სამსახურში სიარული? შარვალი+ჯემპრი, შარვალი+მაისური, ჯინსები, ტყავის ტანსაცმელი და ა.შ.

მინდა მოგცეთ რჩევა, გადახედეთ თქვენს გარდერობს და გადაანაწილეთ ტანსაცმელი. რამდენი გაქვთ ტანსაცმლის კომპლექტი სამსახურისთვის? აი, ნაცნობი სურათია. ყოველ შემთხვევაში გეცოდინებათ რა გაკლიათ.

ჩამოვთვალოთ ჩაცმის ძირითადი კანონები საქმიანი ადამიანებისათვის:


1)ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე ტანსაცმელში სამსახურში მისვლა არ შეიძლება.


2)სამსახურში მამაკაცმა პიჯაკი შეიძლება გაიხადოს 2 შემთხვევაში: ის იმყოფება თავის სამუშაო მაგიდასთან ან უფლებას თხოვს თავის ქალ კოლეგებს.


3)პერანგს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ინგლისელები პერანგის საყელოს და ჰალსტუხს "სტილის მთავარ ზონას" უწოდებენ. თუ პერანგი გარეცხილი და გაუთოებულია ხოლო საყელო არც თუ ისე კარგად გამოიყურება ის არ უნდა ჩაიცვა.


4)ჰალსტუხმა 2 სანტიმეტრით უნდა დაფაროს ქამარი.


5)ცუდი ტონია პერანგზე ღია ფერის ჰალსტუხის ტარება.


6)პიჯაკზე ქვედა ღილი არასოდეს არ უნდა შეიკრა.


7)ქამარის და ფეხსაცმლის ფერი ერთნაირი უნდა იყოს.


8)მამაკაცის ფეხსაცმელი 90%-ში შავია. ყავისფერი ფეხასცმლის უფლება მან საკუთარ თავს მხოლოდ ზაფხულში ღია ფერის პიჯაკთან ერთად შეიძლება მისცეს.


9)რაც შეეხება წინდებს. შავ ფეხსაცმელთან შავი წინდა. ყავისფერ ფეხსაცმელთან წინდის ფერი ჰალსტუხის ფერს უნდა ემთხვეოდეს. დიახ სწორედ ჰალსტუხის და არა შარვლის.


10) ისევ წინდების შესახებ, თუ წინდაზე პატარა ხვრელიც კი გაჩნდა მისი ჩაცმა აღარ შეიძლება.


11) ქამრის ბალთის ფერი უნდა შეესაბამებოდეს საათის ქამრის ფერს.


12) ერთდროულად ოქროს და ვერცხლის სამკაულის ტარება არ შეიძლება.


13) სუფთა ნაჭრის ცხვირსახოცი შარვლის ჯიბეში ჯენტლმენის გარდერობის აუცილებელი ელემენტია.


14) ქურთუკი არ მიეკუთვნება საქმიან ტანსაცმელს.


15) პალტო რაც უფრო გრძელია მით უკეთესი. აუცილებლად მუხლს ქვევით უნდა იყოს.


16) ხელთათმანის ტარებისას აუცილებლად უნდა დაიხუროთ რაიმე თავზე.


17) ცუდი ტონია ყველა ცხოვრებისეულ ციტუაციაში ერთი და იგივე საათის ტარება.

14
619
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
619
  
2012, 26 ივლისი, 17:17
იმიტომ რომ ეტიკეტი ითხოვს :D ;)
2012, 26 ივლისი, 17:12
რატო უნდა დაიწყონ? მერე რაიმე ახალს გამოიგონებენ :D
2012, 26 ივლისი, 17:09
ვიცი რომა რაა სასიამოვნოს , 3 წელი სკოლაში ფორმით დავდიოდი ... და ხალხმაც რომ ბანკის თანამშრომლებივით დაიწყონ ჩაცმა ? ???
2012, 26 ივლისი, 17:01
ბანკის თანამშრომელს და კლიენტს შორის ჩაცმულობაში განსხვავება უნდა იყოს თორე დამიჯერე ნამდვილად არეულობა იქნება... ვერავინ გაარჩევს ვინ ვინ არის... სწორედ ამიტომ გამოიგონეს ბანკის კორპორატიული ფერები და ჩაცმის ნორმები... თუმცა დამიჯერე ნამდვილად არაა სასიამოვნო ყოველ დღე ჰალსტუხის ტარება
2012, 26 ივლისი, 16:49
ბოდიში მეგობარო , უბრალოდ უმეტესობაზე მაქვს საუბარი თორე ვიცი რომ ეგრე ჩაცმული ხალხიც არის ზოგჯერ კარგი ადამიანი ... უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ცემში იმიტომ რომ , ტყუილად ვთვლი მაგ ცაცმულობას, რეალურად ამ სიცხეში არავის უნდა ჰალტუხი და კოსტუმი ... უბრალოდ თავს იტყუებენ... მაგ "ეტიკეტი" ტანსაცმლის გარეშეც შეიძლება ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს... მე პირადად მირცევნია სადმე რომ მივალ , თუნდაც ბანკში სადად ეცვას და ისე როგორც მართლა სიამოვნებს .
2012, 26 ივლისი, 16:46
ტყუილად გგონიათ ეგრე... რუ ვუყო ეხლა სამსახურში თუ აუცილებლად ჰალსტუხი უნდა მეკეთოს? კოსტუმს კიდე ნამდვილად არ ვიცმევთ არც ერთი თანამშრომელი... დამიჯერეთ არცერთი ჩვენგანი არაა ცხვირაბზეკილი და თავშიც არ გვაქვს ავარდნილი. :)
2012, 26 ივლისი, 16:17
გაიხარე ძმა ... :) მთლად რეგვენები არა , მაგრამ თავში ავარდნილი , ცხვირაბზეკილები კი მგონია...
2012, 26 ივლისი, 15:56
აი მე პირადად ყველა კოსტუმიანი(თითქმის ყველა) და ყველა ჰალსტუხგაყრონჭილი დემაგოგი და რეგვენი მგონია:))))))))))
2012, 26 ივლისი, 15:50
ეგ სტერეოტიპი რომ არ ექნება ხალხს მერე დამიჯერე უკეთესი იქნება ... :) მე არ მაწუხებს ის აზრები რომ თუ კოსტუმი არ აცვია ბანძი და გაუნათლებელი...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10