შოუბიზნესი "როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ" - რას ამბობდა ჯანეტ ქერდიყოშვილი წლების წინ მომავალი მეუღლის შესახებ 2019, 11 ივლისი, 20:57 "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზე იქორწინა, წლების წინ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თემაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებებით სკანდალში გაეხვა. განცხადებების გამო, სადაც ის ამბობდა, რომ მამაკაცის ღალატი უფრო დასაშვები იყო, ვიდრე ქალის, ჯანეტი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და მოგვიანებით მას საკუთარი განცხადებების არაერთხელ განმარტებაც მოუხდა. გთავაზობთ ამონარიდს წლების წინ ჟურნალ "გზისთვის" მიცემული სხვა ინტერვიუდან, სადაც ჯანეტ ქერდიყოშვილი მომავალი მეუღლის შესახებ საუბრობს: "საქმეებს, ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად ვუდგები. როდესაც რომელიმე ბიჭი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს და ზუსტად ვიცი, ამ ურთიერთობას მომავალი არ ექნება, ამას ეგრევე ვაგრძნობინებ. ფლირტი, კეკლუცობა, თაყვანისმცემლების დანომრვა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთს ქედმაღალი ვგონივარ და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ პრინცს ველოდები. შემიყვარდება ის, ვინც ჩემნაირი იქნება. პირველ რიგში, უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, სიცოცხლით სავსე. არ უნდა იყოს "ხელით სატარებელი". მე მისი იმედი უნდა მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემთვის მყარი საყრდენი უნდა იყოს. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც "თავს დაგეცემა" და მერე სულ შენთან იქნება. მას გაფრთხილება სჭირდება. რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ სიყვარული გონებიდან მოდის. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ქმრისგან რაღაც უნდა ვისწავლო. ოჯახში როგორ კომფორტსაც მამა და ძმა მიქმნიან, მათნაირი მეორე ნახევარი მჭირდება. მე არ უნდა ვინერვიულო იმაზე, ხვალ სად ვიმუშაო, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, - ბიჭი ფულიანი თუ არ იქნა, არ გაჰყვებაო, მაგრამ დასაწყისში ყურადღება შრომისმოყვარეობაზე, ენერგიულობაზე სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მდიდარ საქმროს არ ვეძებ", - ამბობდა ჯანეტი. ნოე სულაბერიძის მეუღლე პროფესიით დიზინერია. 2 წლის წინ მილანში სწავლისას ჩაწერილ ინტერვიუში მომავალ მეუღლესთან დაკავშირებით, ჯანეტმა კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა: "მინდა პირველი ჩვენება ევროპაში მქონდეს. ჯერჯერობით ლონდონში დავამთავრებ მაგისტრატურას, მე ვიცი როგორ შევქმნა პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავყიდო ის, ამიტომ მარკეტინგის კუთხით ვისწავლი. შემდეგ სტაფს შევკრავ და მოვაწყობ ჩვენებას. საქართველოში გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ჩემი ბრენდი "მეიდ ინ ჯორჯიას" სახელით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ "მეიდ ინ ჯორჯია" რომ ვიყო მოდის სფეროში, ეს ნამდვილად არ მინდა. - გაქვს ამისთვის საჭირო ფინანსები? - ამ ყველაფერს 200-250 000 ევრო სჭირდება, ჩემმა ძმამ ახლა დაამთავრა სწავლა და ამიტომ მამაჩემის შეწუხება მერიდება. ამიტომ როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ". ასევე დაგაინტერესებთ:"საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე ამერიკაში ბოტოქსი" - დალი ჩიტალაძე სტილისა და თავის მოვლის საიდუმლოებებზე (+ფოტოები)ლიზა ყენიას ნახევრადშიშველი ფოტოები - მომღერლის 15 ფოტოკოლაჟი, რომელიც ფანებს "სუნთქვას შეუკრავს"ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)ჩემს შვილებს სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი და ქართული სიმღერები ძალიან უყვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან523 შეფასება არ არის
|