x
image
მაია 24
"საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე ამერიკაში ბოტოქსი" - დალი ჩიტალაძე სტილისა და თავის მოვლის საიდუმლოებებზე (+ფოტოები)
image


მოდის ექსპერტი დალი ჩი­ტა­ლა­ძე დახვეწილი სტილითა და სილამაზით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და გემოვნების წყა­ლო­ბით, ის ბავ­შვო­ბი­დან იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან მუ­შა­ობ­და და მათ იმიჯ­ზე ზრუ­ნავ­და კი­დეც.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი გა­რეგ­ნო­ბა გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კას ზრუნ­ვაც სჭირ­დე­ბა, რაც აშ­კა­რად კარ­გად გა­მოს­დის. თავის მოვლისა და მოდურად ჩაცმის წესებზე დალი ჩიტალაძე "ამბები.გე"-ს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


"პო­ზი­ტი­ვია ჩემი გა­რეგ­ნო­ბის სა­ი­დუმ­ლო. არა­ერ­თხელ მო­უ­წე­რი­ათ, ეს ქალი სხვის ჯი­ნა­ზე ცდი­ლობს ბედ­ნი­ე­რი გა­მოჩ­ნდე­სო, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ვინც ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს, იცის, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ. თუ ცუდი რამ შე­მემ­თხვა, ვამ­ბობ ამა­ზე ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ღმერ­თის­გან ყო­ველ­თვის ვი­ღებ იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც მაქვს, მად­ლო­ბე­ლი ვარ და ბედ­ნი­ე­რი. სხვა ფაქ­ტო­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო, ვი­ვარ­ჯი­შო და ასე­ვე შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი სტრე­სის მარ­თვა. ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი დე­ვი­ზი მაქვს, რა­ტომ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, რა­საც არ ეშ­ვე­ლე­ბა? ასეთ დროს ძა­ლი­ან მშვე­ლის ვარ­ჯი­ში. ეს არის ჩემი ნარ­კო­ტი­კი.



imageimage


გარდა ამისა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გე­ნე­ტი­კას. ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მი­ღებ­დნენ ფილ­მებ­ში, ვსწავ­ლობ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ და პირ­ვე­ლად მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა სწო­რედ ჩვენ და­ვი­წყეთ. ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მდი­და­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ამით ვა­მა­ყობ. "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს როცა შევ­ხვდე­ბი, ვბლო­კავ და ვშლი, როცა არ გიც­ნო­ბენ, შე­შურ­დე­ბათ, ზოგს ბოღ­მა აქვს და შენ­ზე აფ­რქვევს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ეს ნე­გა­ტი­ვი ავი­ცი­ლო.

- ბავ­შვო­ბი­დან ვარ­ჯი­შობთ?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში შე­მო­ვი­და მო­და­ში ჯეინ ფონ­დას აე­რო­ბი­კა. მა­შინ თბი­ლის­ში არ იყო სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ამი­ტომ სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ჩავ­რთავ­დით ამ კა­სე­ტებს და ვვარ­ჯი­შობ­დით. მერე, ამე­რი­კა­ში როცა წა­ვე­დი, მივ­ხვდი, თუ არ ივარ­ჯი­შებ, ხარ ცუ­დად. ვარ­ჯი­ში სა­ო­ცა­რია, ხალ­ხო, კო­ლა­გე­ნიც მუ­შა­ობს, ყვე­ლა ორ­გა­ნო ჩარ­თუ­ლია და თავს კარ­გად გრძნობ. ასე­ვე, ვცდი­ლობ ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. რა­ღაც პე­რი­ო­დი სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, მერე თავი და­ვა­ნე­ბე, მერე ისევ და­ვი­წყე და მივ­ხვდი, ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, ამი­ტომ 5 წე­ლია აღარ ვე­წე­ვი. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის­თვი­საც მი­მი­მარ­თავს, მაგ­რამ სწო­რად უნდა შე­არ­ჩიო ექი­მი და ნორ­მის ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ჩა­რე­ვა. ეს არც უნდა შე­გე­ტყოს და თა­ვიც უფრო კარ­გად უნდა იგ­რძნო. ივა კუ­ზა­ნოვ­მა გა­მი­კე­თა ყე­ლის და ოვა­ლის ლიფ­ტინ­გი. სწო­რედ ივამ მი­თხრა, მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბეო და ეს კარ­გი სა­ბა­ბი იყო მავ­ნე ჩვე­ვის გა­და­საგ­დე­ბად.


imageimage


კარ­გია ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია, 30 წლის ზე­მოთ ყვე­ლამ უნდა გა­ი­კე­თოს ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ტოქსს, ბო­ტოქ­სიც კარ­გია, რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა კოს­მე­ტი­კა­ში, ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­და­დო 10-15 წლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­გე­ბა­ში არ იყ­ვნენ, 96 წელს გა­ვი­კე­თე პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში ბო­ტოქ­სი. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ექიმ­მა ზუს­ტად იცის, რა წერ­ტილ­ში გა­გი­კე­თოს, შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გვაკ­ლია ყვე­ლა სფე­რო­ში.

image


ცხოვ­რე­ბა­ში დი­ე­ტა არ და­მი­ცავს. 50 წლის როცა გავ­ხდი, მივ­ხვდი, მე­ტა­ბო­ლიზ­მი აღარ მქონ­და. ბევ­რს არას­დროს ვჭამ­დი, ბავ­შვო­ბი­დან 20-21 წლის ასაკ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბო სწო­რად. დი­ლას ვი­წყებ წყლით, მერე მი­ვირ­თმევ ხილს, ხა­ჭოს და ამის შემ­დეგ ვსვამ ყა­ვას რძით.

image


ბევ­რი წყა­ლი და სწო­რი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ყო­ველ­დღე ვჭამ ხილს, ბოსტნე­ულს და ცი­ლას. მო­ხარ­შუ­ლი და მკვდა­რი საჭ­მე­ლი სა­სარ­გებ­ლო არ არის. უჯრე­დი­სი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მი­ვი­ღოთ. რო­გორც კი ბევრ პურს და ნამ­ცხვარს მი­ვირ­თმევ, პლ­უ­სი მაქვს წო­ნა­ში, ამი­ტომ შე­ზღუ­დუ­ლი მაქვს. ქალს როცა წლე­ბი ემა­ტე­ბა, წო­ნა­შიც იმა­ტებს, მცირ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დონე, ამი­ტომ მუდ­მი­ვად უნდა აკონ­ტრო­ლო სა­კუ­თა­რი წონა. ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია


imageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


ლიზა ყენიას ნახევრადშიშველი ფოტოები - მომღერლის 15 ფოტოკოლაჟი, რომელიც ფანებს "სუნთქვას შეუკრავს"


ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)


"ცოლად გამომყევი, რა" - ტელეწამყვან ეკო ფანგანის "ცხელი" ფოტოები


ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0
563
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0