საბუნებისმეტყველო ამერიკელი მეცნიერი კალიფორნიის დასავლეთით მცხოვრებლებს მოუწოდებს, მალე დატოვონ ტერიტორია 2019, 11 ივლისი, 15:02
მკვლევარმა განიხილა მთელი რიგი სატელიტური დაკვირვებები და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში კალიფორნიამ განიცადა ექვსი ათასი სხვადასხვა სიძლიერის მიწისძვრა, რის გამოც მოხდა პლატფორმის გარღვევა. მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დაფიქრდნენ სასწრაფო გადაადგილების შესახებ, ვინაიდან, კალიფორნიის დასავლეთ ნაწილებს მალე წყნარი ოკეანის წყლები შთანთქავს. საჭიროა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ტერიტორია, ხაზი გაუსვა გეოფიზიკოსმა. თუმცა, მან არ ისაუბრა მონაცემებზე, რის საფუძველზეც შეიძლება დამტკიცდეს სტიქიის მოახლოება. მას არც მოსალოდნელი კატასტროფის თარიღი არ დაუსახელებია. ერთადერთი მტკიცებულება, რაც CalTech- ის თანამშრომელმა თქვა, არის კალიფორნიის ტერიტორიაზე მიწისძვრის შემდეგ გაჩენილი ბზარები. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ახალი გეოლოგიური ნაპრალის გაჩენის წინაპირობა იყოს. 2099 1-ს მოსწონს
|