ქალი და მამაკაცი რატომ ვერ ივიწყებენ ყოფილ შეყვარებულებს? - ჯანსაღი ურთიერთობების 6 წესი ფსიქოლოგისგან 2019, 10 ივლისი, 19:13 "დავბრუნდები და თავიდან შემიყვარდები" ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც დაახლოებით 50 წლისაა, ფიტნეს კლუბში დაიწყო სიარული და იქვე მახლობლად სარბენ ბილიკზე ქალი შენიშნა, რომლის მიმართაც პირველივე დანახვისთანავე საოცარი მიზიდულობა იგრძნო. თავდაპირველად მისვლა ვერ გაბედა, კარგა ხანს ფიქრობდა, აკვირდებოდა გამომცდელი თვალებით და როცა ბოლოს და ბოლოს ტელეფონის ნომერი სთხოვა… "შენ რა იდიოტი ხარ? ვერ მცნობ? მე ხომ შენი პირველი ცოლი ვარ!"… ეს ისტორია მოგონილი არ არის. ნამდვილია. და თანაც… სკლეროზის შესახებ კი არა, იმის შესახებ თუ, რატომ გვიახლდება გრძნობები, რატომ გვიზიდავს მაინცდამაინც ეს და არა სხვა, ისევ და ისევ. როგორც წესი, მხოლოდ პრობლემაზე საუბარი არ მჩვევია, თუკი ვსაუბრობ, მასთან გამკლავების მეთოდებზეც ვამბობ იქვე. რჩევების მიცემა ადვილია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ასე მხიარული და ერთმნიშვნელოვანი ვერ იქნება. ლიბიდოს პოეზია
საქმე ისაა, რომ სექსუალურ ლტოლვას ჩვენში მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე გარეგნული შტრიხები, ნაკვთები იწვევენ, იგივე ხასიათის თვისებები… ადამიანებს, რომლებიც გიზიდავენ, ყოველთვის ექნებათ რაღაც საერთო, რასაც თქვენ შესაძლოა სულაც ვერ აცნობიერებდეთ. ჩვენი ქვეცნობიერი არაცნობიერ დონეზე პირველივე დანახვისას იწყებს პოტენციური პარტნიორის შეფასებას და სულ რაღაც წამები სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს ეს ის არის, თუ არა. ლტოლვას კაცები უფრო მალე გრძნობენ. იმისთვის, რომ კაცმა გადაწყვიტოს "უნდა, თუ არ უნდა" დაახლოებით 3-4 წამი სჭირდება, ქალს კი- 6-8 წამი. ეს წამები ზოგჯერ წლობით ტანჯვა გვიჯდება. ლიბიდო ბავშვობის და მოზარდობის დროინდელი შთაბეჭდილებებით ყალიბდება, სურათებით, ემოციებით, განცდებით. ეს ყველაფერი ჩვენს არაცნობიერში ღრმადაა ჩაფლული და ზედაპირზე მხოლოდ ფრჩხილების ფორმის, ყურის ბიბილოების, კანის ფერის, ხელების მოყვანილობის სახით ამოდის…. ან რამე სხვა ამგვარი ხილული ფორმებით, პარამეტრებით, თუმცა ყველაფერი გაცილებით ღრმა და გაუგებარია. თუკი არაცნობიერის გასაღებების ეს ასხმულა ხელსაყრელ პირობებში ჩამოყალიბდა, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა და პატივს სცემდა, თქვენი ლიბიდოც არასოდეს აირჩევს "უარყოფით გმირს". ათასობით ადამიანისგან გამოარჩევთ მას, ვისაც შეუძლია მოგცეთ ყველაფერი, რასაც საკუთარ ოჯახში მიეჩვიეთ. ხოლო თუ უარყოფითმა მოვლენებმა, შოკისმომგვრელმა გარემოებებმა, უსიამოვნო დეტალებმა, დატოვეს ანაბეჭდები და ეს ყველაფერი მშობლებზე ავადმყოფურ მიჯაჭვულობას დაუკავშირდა, სიყვარულის და სითბოს მოთხოვნილებას - საქმე ცუდადაა. ტანჯვა გარდაუვალია. გამოცდილი პარფიუმერი ლიბიდოში იყნოსავს სამზარეულოს და მთვრალი მამის არომატს, დედის ყვირილს: "ნეტავ არ გამეჩინე", გაუცხოების გემოს გრძნობს, იმის, რომ ვერ უგებენ… თმების სუნში, ტუჩების ფერსა და გემოში ბავშვობის შიში იმალება, მარტოობის შიში და დღესასწაულის მოლოდინი. მოკლედ, ლიბიდოზე პოემის დაწერა შეიძლება იმდენად რთულ და შეფარულ მექანიზმებს მოჰყავთ ის მოქმედებაში. ამაზეა მთელი სასიყვარულო ლირიკა - როცა პოეტი ყველა მოლარეში "სურნელოვანი პრერიების ყვავილს ხედავს", შემთხვევითი სულაც არ არის. სწორედ ამ ფერის პომადიანი მოლარე პასუხობს მის წარმოდგენებს სექსუალური ლტოლვის ობიექტის იდეალების შესახებ და ეს ყველაზე დიდი საშინელება სულაც არ არის. ობიექტის არჩევა ყოველ ჯერზე ერთი და იმავე კრიტერიუმებით ხდება და წინამორბედივით მანკიერი და დამღუპველია ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით. სიტუაცია სრულიად აუტანელი ხდება. ადამიანები საკუთარი არჩევანით იტანჯებიან და ჩაკეტილი წრიდან გამოსვლას ცდილობენ, მაგრამ ლიბიდო მედგრად დგას. გაფრთხილებული შეიარაღებულიასულ იმას ვამბობ, რომ საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ აუცილებლად მოახერხებთ გამოხვიდეთ მსხვერპლის როლიდან და ურთიერთობა, რომელიც არ განიჭებთ სიხარულს, კმაყოფილებას და ბედნიერებას, ჭრილობასავით მოშუშდება და გაქრება. საკუთარი თავის შეყვარებით და ცხოვრებაში პირველად საკუთარი სურვილების და ნების დაფასებით, იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ და მეტიც… გსურთ. გათავისუფლდებით მძიმე, ნევროტული ურთიერთობებისგან და მომავალშიც აირიდებთ ამგვარ პრობლემებს. ეჭვების, მეტანიების, ბობოქარი სცენებით განშორებების გარეშე. თუმცა არის ერთი დაბრკოლება, რომლის შესახებაც არაფერი მითქვამს ჯერ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, გაგაფრთხილოთ: სამწუხაროდ, გაცნობიერება არ კმარა. თეორიულად ბევრ რამეს შეიძლება მიხვდეთ, ფიქრებში გამოიცვალოთ, სხვა ადამიანი გახდეთ, ცხადად ხედავდეთ წინა პარტნიორის არარაობას, მის მცდელობას "მიგიჩინოთ ადგილი". შეიძლება დანანებით უცქერდეთ წარსულს, რომელშიც ყველაფერს აკეთებდით თქვენი "ობიექტის" ნაკლოვანებებთან შესაგუებლად. მაგრამ თქვენს ლიბიდოს ეს არ ადარდებს. ის ისევ ისე რეაგირებს მაინცდამაინც მჭევრმეტყველ ნარკომანებზე, აგრესიულ ლოთებზე, ნარცისებზე, კაზანოვებზე, უპასუხიმგებლო ინფანტილებზე, სულელ "სწერვებზე", პათოლოგ ალკოჰოლიკებზე, ვორკაჰოლიკებზე, ნიმფომანებზე… და ასე უსასრულოდ. მოდის ერთი გოგო, მთლად დალურჯებული აქვს ხელი. მეუბნება: “ეჭვიანი და აგრესიული ქმარი მყავს, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. ვუშნოვდები, ვავადდები, ვბერდები მის თვალწინ. ვეცადე ურთიერთობა გამერკვია, ხელში ჩამაფრინდა… მაგრამ მისგან წასვლა არ შემიძლია“. ვკითხულობ: “რატომ? ფინანსური პრობლემების გამო? წასასვლელი არ გაქვს? ფული აქ გაქვს?“ არა, უბრალოდ სხვა არავინ მოსწონს. “მამაკაცად მხოლოდ მას აღიქვამს“. ან კიდევ კაცი. ცოლმა მიატოვა. “არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ. გული მერევა შენზე. გარკვეული დროით მჭირდებოდი და გამოგიყენე“. ზუსტად ასე უთხრა. ის კიდევ იცით რას მეკითხება კონსულტაციაზე? “როგორ ფიქრობთ, ხომ არ დავურეკო?“ მოდით, გულწრფელები ვიყოთ. გულწრფელი სიყვარული ეს თბილი გრძნობებია იმის მიმართ, ვინც ჩვენმა ლიბიდომ აირჩია. მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს: ვიცხოვროთ მტარვალთან, მაგრამ სანაცვლოდ მივიღოთ რეალური, მძაფრი შეგრძნებები, ან გავთავისუფლდეთ მისგან, ვინც გვტანჯავს, ამოვძირკვოთ ყველა ღრმა განცდა საკუთარი ცხოვრებისგან და ახალ რეალობასთან ერთი ერთზე პირისპირ დავრჩეთ. ჯანსაღი კავშირებირა უნდა ქნას ამ დროს ფსიქოლოგმა? იდეაში მსხვერპლს უნდა დაეხმაროს, რომ შეწყვიტოს, სურდეს საკუთარი მტარვალი. ეს კი ისეთივე რთული თერაპიაა, როგორც სქესის შეცვლა, მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გარეშე. საჭიროა მთლიანად გადაწეროთ ბავშვობის ისტორია, ადამიანის მთელი წარსული გამოცდილება, ბექგრაუნდი. ეს პრობლემა ძალიან მაინტერესებს, როგორც პროფესიული ისე ადამიანური თვალსაზრისით. ჩემი ამოცანაა, რომ თერაპიის შემდეგ პაციენტს მიზიდულობა კარგი ადამიანების მიმართ გაუჩნდეს. თავშივე შენიშნოს, ვინ არიან და რას უნდა მოელოდეს მათგან. ზოგადად, ძალისმიერი დაშორების წინააღმდეგი ვარ. “ვერასოდეს დაგივიწყებ, მაგრამ შენი ნახვა აღარ მსურს“ და მსგავსი ჟანრის განშორებები… გაქცევა, ტანჯვა, დრამა, ცრემლები, დაბრუნება… “მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვძლებ, უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ მომექცევი ასე და…“ თუ უმისოდ ცხოვრება არ შეგიძლია, არ დაშორდეთ! ნევროტული ურთიერთობის ტიპური შემთხვევა – დაშორება შეუძლებელია, ერთად ყოფნა – კიდევ უარესი. თქვენ უმთავრესი ამოცანა მასთან დაშორება კი არა, სექსუალური ლტოლვის ობიექტის შეცვლაა, მცდელობა, რომ აღარ გიზიდავდეთ ისინი, ვინც გაწამებენ, მნიშვნელობა არ აქვს რით – მუშტებით თუ უყურადღებობით. ზემოთაც ვახსენე, ბევრი ერთი პარტნიორი-ჯალათისგან გარბის და მეორე, ზუსტად ისეთივე ჯალათ-პარტნიორს პოულობს. ადამიანს ყველაფრის გაგება შეუძლია, მის ლიბიდოს კი – არა. გააზრებულად ყველა კარგზე ოცნებობს: ქალები – ძლიერ, გამგებ, კეთილ საკუთარ თავში დარწმუნებულ პრინცზე, კაცები – მგრძნობიარე, მოსიყვარულე, სექსუალურ დიასახლისზე, თუმცა რეალურად სულ სხვაგვარ კავშირებს ამყარებენ, სძინავთ და ქმნიან ოჯახებს სულ სხვანაირ ადამიანებთან. და ისევ – ჭკუას ერთი სურს, ლიბიდოს სულ სხვა. საკუთარი მაგალითიც შემიძლია გითხრათ – მე მიუწვდომელი ქალები მიზიდავდნენ, ქალები, რომლებიც ყურადღებას არ მაქცევდნენ. რაც უფრო გულგრილები იყვნენ, მით მეტად მსურდა. მათ მიმართ კი, ვინც ინტერესს იჩენდა, მაშინვე ვკარგავდი ინტერესს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ბავშვობაში დედა არც ისე ხშირად მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. მაგრამ არ დავნებდი და მინდა გითხრათ, რომ არც ისე ფატალურადაა საქმე. სამი წელია უკვე მივიღე და შევიყვარე საკუთარი თავი, გავიუმჯობესე თვითშეფასება და შემდეგი 6 წესით ვცხოვრობ:
ჩემი პაციენტების ლიბიდოც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლის ვექტორს. ნევროტული რეფლექსური რკალი ირღვევა და ახალი ჯანსაღი ნეირონული კავშირები იქმნება. თვითშეფასება მაღლდება. ამის შედეგად არა მხოლოდ ცნობიერი, არამედ არაცნობიერი რეაქციებიც იცვლება. ამაზე დაკვირვება საოცარია, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. თუმცა ამოცანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რთულია და თუკი მის გადაწყვეტას შევძლებ ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მივიღებ ნობელის პრემიას. მიხაილ ლაბოვსკი ასევე დაგაინტერესებთ:"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთსტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 2721 შეფასება არ არის
|