x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერთგული ძაღლი ორი დღის განმავლობაში არ მოშორდა გარდაცვლილ პატრონს
image

ტაილანდის ქალაქ ჩიანგმაიში კვირას, 7 ივლისს აღმოაჩინეს გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელსაც იქვე გვერდზე ძაღლი ეჯდა.



პოლიციელები და მედიცინის მუშაკები სან-კამპხაენგის რაიონში გამოძახებაზე 17 საათზე მივიდნენ, სადაც მიტოვებულ საწყობში აღმოაჩინეს მოხუცი მამაკაცის გვამი, გვერდზე კი შავი ძაღლი იჯდა.


მედიკოსებმა დაადგინეს, რომ 82 წლის მამაკაცი, სახელად ხან დუანგია(Kham Duangya) ორი დღის გარდაცვლილი იყო. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონდა, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.



მამაკაცის ნაცნობებმა განაცხადეს, რომ ხან დუანგია ისე ეპყრობოდა ძაღლს, როგორც საკუთარ კომპანიონს და ისიც ერთგულებით პასუხობდა, ყოველთვის მის გვერდზე იყო და ყველგან დაჰყვებოდა.


გასულ თვეში ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში, სამი წლის ლაბრადორი, სახელად მუზი რამდენიმე დღე ელოდებოდა საწოლთან გარდაცვლილ პატრონს. როგორც ორგანიზაცია Eleventh Hour Rescue -იუწყებოდა, ძაღლმა ძალზე მძიმედ განიცადა პატრონის გარდაცვალება და ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რომ პატრონი აღარ არის.

NorthStar Pet Rescue-მ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა მუზის ამაღლევებელი ფოტო გარდაცვლილი პატრონის საწოლთან იმ იმედით, რომ ახალი პატრონი გამოუჩნდება:


"ის ბუნებით ძალიან საყვარელი და ბედნიერია, მას უბრალოდ სჭირდება ადამიანები, რომლებიც მის გულს გაამთელებენ".-ასეთი მინაწერი ჰქონდა ფოტოს.

image


0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0