x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უძველესი ცივილიზაციის კვალი დედამიწაზე. ვინ ააშენა მეგალითური ნაგებობები?

image


დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ფონზე, ჩვენი ისტორია მხოლოდ წამიერი გაელვებაა. მაგრამ, ცივილიზაციების განვითარების ისტორია, დამწერლობის გაჩენამდე ბევრად ადრე იწყება, რაზეც უამრავი არქეოლოგიური მონაცემი მეტყველებს. ათასობით წლის წინ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ და თავიაანთ კულტურას ავითარებდნენ უდიდესი ცივილიზაციები, რომლებიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად უფრო შორს იყვნენ, ვიდრე დღეს ჩვენი ცივილიზაცია არის. მათი გაქრობის მიზეზი კი, შესაძლებელია წარღვნა იყოს, რომელმაც კულტურის აღორძინების პიკში მყოფ ცივილიზაციებს თავს დაატყდა და ერთიანად აღგავა პირისაგან მიწისა, ისე, როგორც ეს ბიბლიაში და ძველი ხალხების მითებში და ლეგენდებშია აღწერილი. ის, რომ ეს ცივილიზაციები მართლაც არსებობდნენ, – უდავოა. მათი კვალი ხომ დედამიწაზე მრავლადაა შემორჩენილი: პირამიდები, სფინქსი, მაჩუ-პიქჩუ, ნასკას გეოგლიფები, ოლიანტაიტამბო, ბაალბექი და სხვა ნაგებობები. მათ შემყურეს, მაშინვე კითხვა უჩნდება – თუ ვის შეეძლო აეშენებინა ეს გიგანტური ნაგებობები?


ეს საკითხი, უკანასკნელი ათასი წლის მანძილზე, მოსვენებას არ აძლევს და აღაგზნებენ ჩვენს წარმოსახვას. არც აკადემიურ მეცნიერებას აქვს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი და ამ შემთხვევაში, მხოლოდ ძველი ხალხების ლეგენდებში და მითებში უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება...

ბევრი ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენელი და ეზოთერიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებული «ქვის ძეგლები» ლემურიელების და ატლანტების მიერ არის აგებული.

ინგლისელი მეცნიერი და მწერალმა ჯეიმს ჩერჩუორდმა (James Churchward) თეორია წამოაყენა იმის შესახებ, რომ 25 ათასი წლის წინ გამქრალი კონტინენტი მუს (იგივე ლემურია) მაცხოვრებლები, ბევრად უფრო კარგ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ვიდრე დღეს ჩვენ გაგვაჩნია, – მათ შორის ანტიგრავიტაციულ ხელსაწყოსაც, რომლის მეშვეობით, ისინი დედამიწის მიზიდულობის ძალას თიშავდნენ და ათობით ტონის ქვების ტრანსპორტირებას, მშენებლობის ადგილამდე, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახდენდნენ. ასეთი ხელსაწყოს, თუ იარაღის არსებობის პირობებში, არც დიდი მეგალითების მშენებლობა იქნებოდა რთული, რადგან გრავიტაციის გათიშვის ან შესუსტების შემთხვევაში, 50 ან 100 ათასი ტ. ქვის ბლოკი, ფეხბურთის ბურთზე მძიმე არ იქნებოდა.

გარდა ამისა, გადმოცემის თანახმად, უძველეს დროში, ადამიანები «ქვების დარბილების» უნიკალურ ტექნოლოგიასაც ფლობდნენ.

ჩვენს დროში და ჩვენი განვითარების დონის ფონზე, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და სადავოა. მაგრამ, ერთი რამ ცხადია – დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არსებული მეგალითური ნაგებობები, ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის შექმნილი (არაერთი მცხელობის მიუხედავად, იაპონელმა მეცნიერებმა თეორიულადაც კი ვერ შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც ეგვიპტის პირამიდის ასლის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი).


image


ალტერნატიული მეცნიერების თეორიების გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს სხვა მოსაზრებებიც: რიგი მეცნიერების აზრით, გიგანტური ნაგებობები დედამიწაზე პლანეტარული ტიპის ცივილიზაციის მიერ არის აშენებული. იაპონელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ თავის წიგნში «პარალელური სამყაროები» იმის შესახებ წერს, თუ როგორი იქნება ცივილიზაციის ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ ათასი და მილიონი წლით ჩამოგვრჩება.

იმისთვის რომ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს ჩვენზე ათასი და მლნ. წლით ჩამორჩენილი ცივილიზაციების ტექნოლოგიები, ფიზიკოსებმა ცივილიზაციების კლასიფიკაცია, მათ მიერ ენერგომოხმარების და თერმოდინამიკის საფუძველზე მოახდინეს.

როდესაც ასტრო-ფიზიკოსები, გონიერი სიცოცხლის არსებობის ძებნისას, ცის სკანირებას ახდენენ, ისინი ენერგომწარმოებელ ობიექტებს ეძებენ, რომლებიც I, II და III ტიპის ცივილიზაციებს შეესაბამება და არა ჩვენს წარმოდგენებში არსებულ «მწვანე ადამიანებს».

ცივილიზაციების კატეგორიებად დაყოფის აღნიშნული იერარქია, გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ ღია კოსმოსში გამოშვებული რადიოსიგნალების კლასიფიკაციისთვის. თითოეული ტიპის ცივილიზაცია იმით ხასიათდება, რომ გამოსცემს გარკვეული სახის გამოსხივებას, რომლის გაზომვა და კლასიფიკაცია შესაძლებელი არის. (დღეს არსებული თანამედროვე მოწყობილობებით, უკვე შეიძლება მაღალგანვითარებული ცივილიზაციის აღმოჩენა, რომელიც საკუთარი არსებობის დამალვას ცდილობს. თერმოდინამიკის კანონის თანახმად, ნებისმიერი განვითარებული ცივილიზაცია ქმნის ენტროპიას, რომელიც ღია კოსმოსში გადის და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცივილიზაცია საკუთარი არსებობის შენიღბვას შეეცდება, ვერ შეძლებს ენტროპიის მიერ შექმნილი ნათების დამალვა.).

imageI ტიპის ცივილიზაცია — ეს არის ცივილიზაცია, რომელიც პლანეტარული ფორმის ენერგიას – ანუ მის ზედაპირზე მოხვედრილ ვარსკვლავის ენერგიას სრულად იყენებს. ამ პლანეტარული ენერგიის წყალობით, ცივილიზაციას შეუძლია ამინდის კონტროლი და კორექტირება, ქარიშხალის მიმართულების შეცვლა (და არა მოსახლეობის ევაკუაცია, როგორც ახლა ხდება) და ქალაქების ოკეანეში აშენება. ასეთი ცივილიზაცია საკუთარი პლანეტის ნამდვილი მეპატრონეა და მას პლანეტარული ცივილიზაცია ჰქვია.

II ტიპის ცივილიზაცია, მას შემდეგ, რა სრულად აითვისებს პლანეტაზე არსებული ენერგიის შესაძლებლობას, ვარსკვლავის მიერ გამოცემული ენერგიის მოხმარებაზე გამოდის – იყენებს უკვე ვარსკვლავის სისტემაში არსებულ ენერგიას. ამ ცივილიზაციას, დიდი ალბათობით, მზის ზედაპირზე აფეთქებების კონტროლიც შეეძლება.

imageIII ტიპის ცივილიზაცია, – მას შემდეგ, რაც სრულად აითვისებს ვარსკვლავის სისტემის შიგნით არსებულ ენერგიის, სხვა ვარსკვლავების ენერგიის მოხმარებაზე გადადის. ასეთ ცივილიზაციას შეუძლია მილიონობით და მილიარდობით ვარსკვლავის ენერგია გამოიყენოს, როგორც საკუთარ გალაქტიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თუ ჩვენი ცივილიზაციის ამჟამინდელ მდგომარეობას საწყის წერტილად მივიჩნევთ და დავუშვებთ, რომ ჩვენი ცივილიზაციის მიერ მოხმარებული ენერგია წელიწადში, საშუალოდ, 2–3 % პროცენტით იზრდება (ეს გამართლებული ვარაუდია, რადგან ეკონომიკური ზრდა, რომლის დაანგარიშება ზუსტად შეიძლება, პირდაპირ კავშირშია ენერგიის მოხმარებასთან. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით მეტი ენერგია ესაჭიროება მას. რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის წლიური ტემპი, ბევრ ქვეყანაში, სწორედ 1 -2 % ფარგლებშია. ამიტომ, შეგვიძლია ველოდოთ, რომ ენერგიის მოხმარება, დაახლოებით იგივე ტემპიტ გაიზრდება.) და თუ ასეთი ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ I ტიპის ცივილიზაცისს სტატუსის მოპოვებას მხოლოდ 100-200 წლის შემდეგ შევძლებთ.

ასეთი მონაცემებით, ჩვენ 1000-დან – 5000 წლამდე დაგვჭირდება II ტიპის ცივილიზაციად ჩამოყალიბებისთვის და 100 000-დან – 1 000 000 წლამდე, III ტიპის ცივილიზაციის სტატუსის მისაღებად. ამ შკალის მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია შეგვიძლია ნულოვანი ტიპის კატეგორიას მივაკუთნოთ, რადგან ჩვენ ენერგიას, ძირითადად, მკვდარი მცენარეებიდან ვიღებთ (ნავთობი, ნახშირი, ტორფი).

თანამედროვე ცივილიზაციის დასახასიათებლად ამერიკელმა ასტრონომმა კარლ სეიგანმა ცივილიზაციის ტიპების კლასიფიკაციისთვის, ზემოთ მოცემულ დაყოფასთან შედარებით, უფრო ნაკლებად მასშტაბური შკალა შეიმუშავა. მან თითოეული ტიპი 10 ქვეტიპად დაყო და ამ შკალის მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია, დაახლოებით, 0, 7 ტიპის კატეგორიაში ხვდება და პლანეტარულ ცივილიზაციად ჩამოყალებებამდე, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

ახლა კი, ისევ გიგანტურ ნაგებობებს დავუბრუნდეთ. თუ იმ მეცნიერების აზრი, რომლებიც ამ ძეგლებს პლანეტარული ტიპის ცივილიზაციების შექმნილად თვლიან სწორია, მაშინ გამოდის, რომ დედამიწაზე, ჩვენი ცივილიზაციის გაჩენემდე, განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა ან ეს ნადებობები უცხოპლანეტელებმა შექმნეს, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნდათ დედამიწაზე.

imageimageimageimageimageimageimage










0
748
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0