x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა
image


ერთხელ მინოსეტაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელების სიის ჩამოწერა და გვარების გვერდით იმ თვისების მითითება სთხოვა, რომელიც ამ კონკრეტულ თანაკლასელში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ეს მოხდა პარასკევს. მან შაბათ-კვირას გადაამუშავა ეს სიები და ორშაბათს მოსწავლეებს დაურიგა ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველაფერი, რაც თანაკლასელებს მათში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ბავშვებმა წაიკითხეს და ჩურჩული დაიწყეს - "ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არც კი ვიცოდი, თუ ასე ვუყვარდი მათ". ეს შედეგები ხმამაღლა არ განუხილავთ, თუმცა მასწავლებელმა ზუსტად იცოდა, რომ მიაღწია მიზანს - მის მოსწავლეებს გაუჩინა საკუთარი თავის რწმენა.


image


ამის შემდეგ გავიდა წლები და ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დაიღუპა ვიეტნამში. ის დაკრძალეს სამშობლოში - მინოსეტაში. გამოსათხოვრად მივიდნენ მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და მასწავლებლები. დაღუპულის მამა მივიდა მათემატიკის მასწავლებელთან და გადასცა მას ფურცელი. ეს იყო იმ დადებითი თვისებების სია, რომელიც მის შვილში შეამჩიეს თანაკლასელებმა.

– დიდი მადლობა, - უთხრა მასწავლებელს დედამ - ჩვენი შვილისთვის ეს ფურცელი განსაკუთრებით ძვირფასი იყო.

და აი, აქ მოხდა გასაოცარი რამ, ყოფილ თანაკლასელებს ერთიმეორეს მიყოლებით მოჰქონდათ ასეთივე ფურცლები. ზოგი თავის საოჯახო ალბომშიც კი ინახავდა მას.

– ყველა ჩვენგანი ინახავს ამ სიას. განა შეიძლება ასეთი რამე დაგავიწყდეს?! - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

ნაწყვეტი გარი ჩეპმენისა და როს კემპბელის წიგნიდან


ასევე დაგაინტერესებთ:


9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში - უნიკალური მეთოდი ფსიქოლოგებისგან


"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"


წყარო, შესაბამისი ნებართვით: mental.ge

0
716
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0