ანეკდოტები გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან 2019, 9 ივლისი, 15:22 გურიაში ავარია მოხდა. პატრული ოქმს ავსებს და თვითმხილველ გურულს თხოვს მოყვეს, რაც მოხდა. ისიც იწყებს: რა მოხდა და, ეგერ იმ ხეს ხედავთ? დიახ ვხედავთ, - პასუხობს პატრული. ხოდა, მაგენმა ვერ დეინახეს, - ამთავრებს ჩვენების მიცემას გურული. *** გურული სუფრაზეა, სადაც ერთი ატეხილია - ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოსო. იმდენჯერ ინატრა, შეწუხდა გურული და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე’ მოგ**ავო! *** გურულები შევიდნენ ეკლესიაში და მამაოს ეუბნებიან: მამაო, ზეთის ცხება გვინდა და გვაცხე რაია ზეთი! - მარხულობთ? - შეეკითხა მამაო. - არა არ ვმარხულობთ. - მონათლულები ხართ? - არა, მამაო, არც მონათლულები ვართ, - უთხრეს გურულებმა. - აბა ზეთის ცხება რეიზა გინდათ, ჭრაჭუნობთ?! *** ყოფილი ნახიშტარ-ნაყაჩაღარ, ნამამაძაღლარ, ნაჩათლახარი გურული, დიდი ფულს იშოვნის და გადაწყვეტს ეკლესია ააშენოს. დაიწყო და ამ დროს მამამისი დგას და უყურებს თოხზე დაყრდნობილი და ეუბნება; - შენ მამა, სამოთხეში მაინც არ შეგიშვებენ, იმფერი გაქვს ნაკეთები და აი, ეშმაკიც თლათ არ მეინდურო… *** გურული ჩამოვარდა ხიდან და გააქანეს საავადმყოფოში. ექიმმა სხვა კითხვებთან ერთად, ბოლოს კითხა: ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ აზრი ხომ არ დაგიკარგავთ! ა, აბდალი თუ არაა ახლა, გაბრაზდა გურული, რა უნდა დამეკარგა, ბიჯო, აზრი მანამდე რომ მქონოდა, იმ ხეზე ევიდოდი? *** იყო ერთი კოლორიტული პიროვნება, ექიმი ვახტანგ ჭყოიძე. ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს. მისი გასინჯვის შემდეგ, ვახტანგმა არაყი მოითხოვა. მიართვეს. ექიმმა ჭიქა ასწია და თქვა: - ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო! *** ღვინო და არაყია შენი მტერი! - ეჩხუბება ცოლი გურულ ქმარს. - მერე, რა გინდა, ცა, მტერს გინდა შუუშინდე? - არ ნებდება კაცი. *** შებინდებულზე გზაზე მიმავალ გურულს ყაჩაღები დაესხნენ. ფული წაართვეს ტანზეც გახადეს და ცემა დაუწყეს. შეწუხდა გურული - რა იყო რას მცემთ, დევიგვიანე თუ რაი?! *** გურული ბაღანა ოთახში დარბის და წყლის თოფით ყველაფერს წუწავს. დედა უბრაზდება: გაჩეი, ბიჯო, ღვთისმშობელის ხატია აგერ, რაფერს შეიძლება მაგიზა წყლის მისხმა?! ბაღანა პასუხობს: კალთაში რომ ბაღანა უზის, იმიზა? *** ღამეა. გურული ცოლ-ქმარი წევს, ვიღაც ეზოსთან იძახის. ქმარი გაძახებს: - რომელი ხარ?! - მარგალი კოჩი! - ადე, ქალო, გახედე ერთი, ვიღაცა იძახის ნამგალი მაქვს პრო*შიო… *** გურული ქუჩაში შარდავს, მიადგება ასევე გურული პატრული და დაუცაცხანებს: რა შობი, ბიჯო, მაქანე, დაგიჭიროო? არა, მადლობა, მიჭირავსო. *** გურულის სახლში ქურდი შეიპარა. ცოლი ჩურჩულით ეუბნება ქმარს: - ქურდია შემოპარული… კაცო ადექი და რაიმე ქენი! - ჩუმად ქალო, იქნება რაცხა იპოვოს და მერე ჩვენ წავართვათ!!! - ჩურჩულითვე უპასუხა გურულმა. *** გურიის სოფელში ჩასულია სტუმარი და შემხვედრ გლეხს გზის სწავლებას სთხოვს: იქნებ მიმასწავლოთ, სად ცხოვრობს დათიკო ღლონტი? კი, ძამა, აბა არ გეტყვი?! დამაყურე აგერ, ახლა გოუყობი პირდაპირ, გედეიარ მინდორს, იქანე მუხასთან შემოუხვევ მარცხნივ, გაყობი ბილიკს, წყაროსთან შეუხოვ მარჯვნივ, იარ, იარ და რომ იფიქრებ, აქანა რა ჯანდაბა მინდაო, ე, იქინე ჩოუხვიე მარცხნივ და მეორე მოსახლეა დათიკო! მიხთი?! *** გურული პატრულმა გააჩერა და ამბობს - მოქალაქევ, თქვენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდითო! გურული ეუბნება: რადარი მაჩვენეთო! - რადარი არა გვაქვს ბატონო! - უპასუხა პატრულმა. - აბა რაფერ მიხვდი ჩქარა რომ მოვდიოდი, - მანქანა იყო გაოფლილი?! - გადაირია გურული. *** გურული ზუგდიდშია სტუმრად და სუფრაზე ყოფნისას წაიტრაბახებს - იმფერი ნიჭი მაქვს, სადაც მივალ იმ კუთხის და ყველა იმ ხალხის ენას უცფათ ვსწავლობო! მეგრელები შეეკითხებიან - თუ მასეა, სულელების ენა თუ ისწავლეო? გურული - პაწა მაცალეთ თქვე კაი ხალხო, ორი დღეა, რაც სამეგრელოში ვარო!!! *** გურიის ერთ-ერთ სკოლაში. გერმანულის მასწავლებელი ეკითხება გურულ მოსწავლე ბაღანას: რაფერ იქნება წიგნი გერმანულად? - ბუხ! - პასუხობს ბაღანა. - ორი წიგნი? - ბუხ, ბუხ! - სამი წიგნი? - ბუხ, ბუხ, ბუხ! ამ დროს უკანა მერხიდან: მასტალებელო, ბიბლიოთეკა არ კითხო, თვარა აგვაფეთქებს მაი შეჩვენებული. *** დიმიტრა ხომერიკს შარდის შეკავება დაემართა და გამოაქროლეს ოზურგეთში. ექთანი უკეთებს კათეტერს და თან ეკითხება: რა გქვია ბიძია? - დიმიტრა ვარ ხომერიკი, - შესძახა ომახიანად დიმიტრამ. - შვილები გყავს?… - კი აბა სამი ტარიელი, ავთანდილი და დარეჯანი, - გადეიბრიქა დიმიტრა… - უიიიიი ამ გაჭივრებულით გააკეთე აი ვეფხისტყაოსანის გმირები?! - გულწრფელად გაუკვირდა ექთანს. *** გურული ქალი მეზობელს: ეჰ, ანიჩქა, ისე გლახათ ვარ, წელიც მტკივა, ღვიძლიც და ნაღვლის ბუშტიც არ მივარგა, ყველა საღამოს წნევები მაქ… - კაი, კაი, გაჩერდი, ამ დილას არ იყო, კაი გაწკეპილმა ყაზახმა რომ გადმეიარა შენგან? - მაი ერთი არ მტკივა, შე ქალო, და შემაძახო ახლა ხო! *** მიცვალებულია გურიაში. პანაშვიდის მერე დაიწყეს მსჯელობა: როის განვბანოთ, როის ჩავაცვათო ა. შ. ერთი იძახის - "ადრეა" ჯერო, დილას ჩავაცვათო, ეიკლო ყველაფერი, ერთი სიტყვით აღარ ჩერდება. ამოუვიდა მეზობელს კისერში და იყვირა ბოლოს: რაია ძამა "ადრე", ამეიჩეჩავს დილამდე თუ რავაა საქმე?! *** გურული გვიან ღამით მთვრალი მივიდა სახლში. იბორიალა, საწოლი ვერ მიაკლია: ე, ცა, დეიწყე წყევლა, თვარა ლოგინს ვერ ვანკლოვ… *** დილაუთენიაა და გურული ქალი გარბის ჩაიში (კაი დრო რომ იყო, ჩვენი ჩაი რომ გვქონდა მაშინდელია), მეზობლის კაცმა გადმოხედა აივნიდან და დაცინვით გადმოსძახა: ქალო, ასე ადრიანად რომ გარბიხარ, ქმარს პატივი არ ეცი ამ დილას? - არა ბიჭოს, შენ ცოლს დოუტიებდი აბა რაი! - უცფათ მიიღო საკადრისი პასუხი. *** გურულმა დეიჩივლა, იმფერი გაჭირვებული ვარ, ჩუმათ ვსუნთქავ, იღლიაში საროჩქა არ გამერღვესო. *** ჩემი ყველა დროის ყველაზე სასაცილო ამბავი: გურულ მამაოსთან მივა შეწუხებული კაცი: მამაო, ცოლი გაყრას მთხოვს… - გუუყარე მერე! გამოყენებულია facebook.com/groups ასევე დაგაინტერესებთ:როგორია საუკეთესო ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები ნაბახუსევზეზოდიაქოს ნიშნის ბიჭები პირველ პაემანზეროგორ გვეპრანჭებიან ზოდიაქოს ნიშნის ბიჭები
როგორ გამოიყურებიან ზოდიაქოს ნიშნები დიეტაზე
როგორ ირუჯებიან გოგონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სახალისო GIF-ები
როგორ გამოიყურებიან ზოდიაქოს ნიშნის გოგონები სექსის შემდეგ - GIF-გალერეა21538 3-ს მოსწონს
|