x
image
Teklamaisuraze
საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს სთხოვს გვერდში დაუდგეს, რომ ,, თბილისი პრაიდი " არ ჩატარდეს
თბილისი პრაიდის " ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე. წ.“ ღირსების მარშის" ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.


image

სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არ იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი, ამიტომაც როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე. წ.“ პრაიდის " ორგანიზატორები და LGPT წარმომადგენლები.

ამას რაიმე სახის ექსცესები არ გამოუწვევია, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება.


მაგრამ როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლიტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი “ ფასეულობების " პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას. და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვისი ქვეყნის გამოცდილებას მიიჩნევს რომ ე. წ. “ პრაიდი" არ არის ცალკე აღებული მოვლენა. არამედ შორს მიმავალი სტრატეგიის ერთერთი ეტაპია და მიმართულია ერთსქესიანთა ქორწინებისა და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ.

მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ამასთან მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ე. წ.“ პრაიდის " ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს, საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას.

შევთხოვთ ღმერთს შეგვეწიოს. რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს.

1
107
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
107
  
2019, 8 ივლისი, 13:25
კინტოს ლოგო ზედგამოჭრილია)))))
0 1 1