x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

image

შეგახსენებთ, გადაცემა "პოსტკრიპტუმში" წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეაგინა რუსულ ენაზე:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას."-ნათქვამია განცხადებაში.


1
712
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
712
  
2019, 8 ივლისი, 10:20
კოჰაბიტაციის კიდევ ერთი შედეგი (: II მსოფლიო ომის შემდეგ, ნაციონალ-სოციალისტები რომ არ გაესამართლებიანათ და პარტია არ აეკრძალათ, წარმომიდგენია, ეხლა რა დშეში იქნებოდა მსოფლიო
0 1 1