x
რატომ ვერ გახდა ადოლფ ჰიტლერი სახელგანთქმული მხატვარი?
image
ადოლფ ჰიტლერის სახელს ცოტა თუ აკავშირებს ხელოვნებასთან. აღმოჩნდა, რომ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე ერთ დროს ოცნებობდა მხატვარი გამხდარიყო. ახალგაზრდა ადოლფს სურდა პროფესიონალი ხელოვანი ყოფილიყო, რაც ასე არ მოხდა.

ჰიტლერმა ორჯერ, 1907 და 1908 წლებში სცადა ჩაებარებინა ვენის სამხატვრო აკადემიაში. გამოცდების კომისიის წევრებმა კი გადაწყვიტეს, რომ მისი მიდრეკილება არქიტექტურა უფრო იყო, ერთ-ერთმა წევრმა არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებაც კი შესთავაზა. ამისთვის კი აუცილებელი იყო ადოლფი საშუალო სკოლაში დაბრუნებულიყო.

image

მიუხედავად ორი წარუმატებელი მცდელობისა, ადოლფს არ მიუტოვებია ოცნება. ის განაგრძობდა ღია ბარათების ხატვას და გაყიდვას, რომელზეც ქალაქ ვენის ყოველდრიური ცხოვრება და პეიზაჟები იყო გამოსახული. ამასთანავე განაგრძობდა მიუხენის კაფეში სიარულს, სადაც მხატვრები იკრიბებოდნენ ხოლმე იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი პროფესიულ რჩევას მისცემდა.


1913 წლამდე ჰიტლერი საკუთარი ნახატების გაყიდვით გამოიმუშავებდა საარსებო ფულს, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მან საღებავები ფრონტზე წაიღო, რათა იქაც არ შეწყვეტა ხატვა.

საინტერესოდ მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ადოლფი ძალიან იშვიათად ხატავდა თავის ნახატებში ადამიანებს, ძირითადად შენობები და პეიზაჟები იყო გამოსახული ტილოებზე. ექსპერტები თვლიან, რომ ადოლფი " პირქუში მხატვარი" იყო, რომელიც დემონსტრაციულად გამოხატავდა თავის "ადამიანებისადმი ღრმა უინტერესობას". image

თავად ადოლფ ჰიტლერი კი ათეული წლის მერეც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა თავის იმედს ისევ დაეხატა.

" მე მხატვარი ვარ. მე არ ვარ პოლიტიკოსი. როგორც კი პოლონეთის საკითხი დასრულდება, ვისურვებდი სიცოცხლე, როგორც მხატვარს დამემთვავრებინა" - ამ სიტყვებით მიმართა საუბარსი ადოლფ ჰიტლერმა დიდი ბრიტანეთის ელჩს ნევილ ჰენდერსონს.



ასევე ნახეთ რატომ აშენებდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძირითადად ცხრა სართულიან კორპუსებს?

image


ედგარ ალან პოს მისტიკური გარდაცვალება

image


როგორ შეიცვალა სვასტიკის მნიშვნელობა

image


რატომ იყო არალეგალური მარიხუანა ამერიკის შეერთებულ შტატებში?

image

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0