ფეხბურთი გორგიაშვილი: " ჩემს თავში ძალას აუცილებლად გამოვნახავ" 2019, 7 ივლისი, 9:30 ![]() ბოლო თამაშებში მართლაც დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ. ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ჩემი აზრით, ამ ჩავარდნას რამდენიმე ფაქტორი ახლდა თან. თუმცა ეს უკვე დავიწყებულია და ჩვენ ამ დანაკარგის აღმოსაფხვრელად მუშაობას ვაგრძელებთ. როგორ შეაფასებდით თქვენს სათამაშო ფორმას? იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ ვიმყოფები, თუმცა ჩემს თავს აუცილებლად გამოვნახავ ძალასა და ენერგიას რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. რას იტყვით გუნდის ახალწვეულებზე? ბიჭები გუნდს კარგად მოერგნენ და ადაპტაციის პერიოდიც კარგად მიდის. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები გუნდს დიდ სამსახურა გაუწევენ. როგორ მიდის "შერიფთან" მატჩისთვის მზადების პროცესი? "შერიფთან" მზადების პროცესი საკმაოდ კარგ ვითარებაში მიმდინარეობა. გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა, "შერიფთან" შეხვედრებისთვის ძალზედ ყურადღებით ვემზადებით. 41 შეფასება არ არის
|