x
image
კატაპულტი
პიტნა მენსტრუაციის დროს?! გაიგეთ რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს



image
პიტნა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის.


ეს მცენარე გამოირჩევა ეთერზეთების მაღალი შემცველობით, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ სასმელებისა და საკონდიტრო ნაწარმის არომატიზირებისათვის.

image

პიტნისაგან მიღებულ მენთოლს მედიცინაში იყენებენ შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს, ასევე, ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს. რეკომენდირებულია მისი მიღება სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს. იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას.

პიტნის ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირღებინების დროს და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.


პიტნას იყენებენ გულისა და ფილტვების დაავადებების დროს, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ.



რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პიტნას ხმარობენ უხვსისხლიანი მენსტრუაციის დროს. სამკურნალო სითხე შემდეგნაირად მზადდება: 20 გრამ პიტნის ფოთოლს ასხამენ 500 გრამ მდუღარე წყალს და 2 საათით აჩერებენ, შემდეგ კი ექიმის დანიშნულებისამებრ ხდება მისი მიღება.


პიტნა ასევე კარგი შარდმდენი საშუალება და წნევის მარეგულირებელიცაა.


მისი მოყვანა სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია, მაგალითად, ქოთანში, რადგან განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ამისათვის დაგჭირდებათ პიტნის ფესვი, რომელიც ან ადრეულ გაზაფხულზე უნდა დარგოთ, ან ყინვების დაწყებამდე შემოდგომაზე ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში). პიტნა სინათლის მოყვარულია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ადგილს აივანზე გამოუყოფთ და ამასთან წყალსაც არ მოაკლებთ, რადგან მისი ფითლები დიდი რაოდენობით აორთქლებს სითხეს.მორწყეთ დილით, ან საღამოს, სიგრილეში. კარგი იქნება თუ მიწაში გამომწვარ ნაკელსაც გაურევთ.

სტატიისათვის გამოყენებულია agrokavkaz.ge- ს მასალები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!!!


ასევე სასარგებლო სტატიებია:

image

მოცხარი (“სმაროდინა") - ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი კენკრა

image

ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ


0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0