სხვა მასონური ნიშნები დოლაზე 2012, 25 ივლისი, 17:52 ერთდოლარიანი ბანკნოტის უკანა მარცხენა მხარეს, რომელიც შესრულებულია სერგი მაკრონოვსკის და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მასონ ჰენრი უოლესის განკარგულებით, გამოსახულია პირამიდა - ეგვიპტის მოგვთა უძველესი სიმბოლო. ეს პირამიდა გამოხატავს ეგრეთწოდებულ. "საზოგადოების ბრბო-ელიტარულ მოდელს", რომელიც დაგვირგვინებულია მასონური ღვთაების - "სამყაროს დიადი არქიტექტორის" სიმბოლოთი. მისი "ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე თვალი" ამაღლებულია, როგორც მთელი მსოფლიოს "უხილავი მმართველი". სამკუთხედში ჩასმულ თვალს ზევით არის ლათინური წარწერა, რომელიც შედგება ცამეტი ასოსგან: "Annuit Coeptis" -ანუ, "უზენაესის მიერ კურთხეულნი". "თვალის" სიმბოლოს გააჩნია სამი თვისება: საიდუმლო, ძალაუფლება და სასწაული.საიდუმლო - სიმბოლოში თქვენ ხედავთ თვალს, მაგრამ ვერ ხედავთ პიროვნებას.ძალაუფლება - "თვალი" არის ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე. სასწაული - "თვალი" გამოკიდულია ჰაერში, პირამიდის ზემოთ და საერთოდ არ წარმოადგენს მის ნაწილს. პირამიდის ქვემოთ არის წარწერა “Novus Ordo Seclorum”-ახალ წყობა უკუნითი უკუნისამდე. სიტყვასიტყვით კი "ახალი მსოფლიო წესრიგი". პირამიდიას აქვს სულ 33 საფეხური, ისევე როგორც მასონმა უნდა განვლოს 33 საფეხური, რომ მიიღოს უმაღლესი წოდება.პირამიდის პირველ საფეხურზეა წარწერა MDCCLXXVI რომელიც აღნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების წელს 1776 და ახალი ამერიკული ერის დაწყების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ, მაგრამ თუ გავშიფრავთ, როგორც M=1000 D=500 C=100 L=50 X=10 V=5 I=1 მივიღებთ DC -600 LX -600 და VI-6 ანუ1666 . რაც შეეხება მარჯვენა მხარეს გამოსახულია, "ამერიკული" არწივი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ლენტი წარწერით: “E PLURIBUS UNUM”, რაც ითარგმნება როგორც : "ერთის ბატონობა მრავალზე" . ამ ნაწილში ძალიან ხშირად მეორდება ციფრი 13.მაგალითად 13 ფურცელი აქვს აკაციას ტოტში.13კოკორი ტოტზე.13 ისარი კლანჭში.13 ხაზი დროშაზე.13 საფეხურიანი პირამიდა.13 ვარსკვლავი არწივის თავზე. 13 ასო პირამიდის თავზე.13 ასო არწივის თავზე გამოსახულ წარწერაშიც ისრები წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს, რომელიც თან უნდა ახლდეს"ახალი მსოფლიო წესრიგის" საბოლოო მიზნისკენ წინსვლას 1511 3-ს მოსწონს
|