x
რა გვაქვს გარდერობში კოკო შანელის შექმნილი?
image
დაახლოებით ასი წლის წინ ევროპულ მოდაში კოკო შანელმა დიდი რევოლუცია მოახდინა და ყოველდღიურ სტილში თავისი ხედვა დაამკვიდრა. კოკო შანელის დამსახურებით ქალებმა უარი თქვეს სულისშემხუთველ კორსეტებზე და ფრიალა კაბებზე, ჩაიცვეს შარვლები, მოკლე შავი კაბები, კოსტუმები და ხელოვნური მარგალიტების ტარება დაიწყეს. მოდაში შემოიტანა მოხარშული ტყავი და მზისგანდამცავი სათვალეები, მოკლე ვარცხნილობები და მხარზე გადასაკიდებელი ჩანთები.

მოდით ჩამოვთვალოთ, რა ითვლება შანელის სტილად :

1. მუხლსქვემოთ სიგრძის ქვედაბოლო- იდეალური ვარიანტი ყევლა გოგონასთვის. სწორი ქვედაბოლო და ქვედაბოლო–ფანქარი გახდა საქმიანი ქალის სიმბოლო. ასეთი ქვედაბოლოები ქალებს ერთდროულად მკაცრ იერსაც ანიჭებს და მომხიბვლელობასაც მატებს.

2. შარვალი – შანელის აზრით, შარვალი არა მარტო კომფორორტულია ქალისთვის, არამედ ქალური დამოუკიდებლობის სიმბოლოცაა. მიუხედავად იმის რომ შანელი თვლიდა, რომ შარვალი არასოდეს გამოიყურება ისე კარგად, როგორც მამაკაცის ტანზე, ორნაირი შარვლის სტილი დაამკვიდრა მოდაში: სწორი და ვიწრო საქმიანი ქალებისთვის, ხოლო ფართე შარვლები წვეულებებითსვის.


3. შანელს ყოველთვის მოსწონდა სხვადასხვა სახეობის სამკაულები. მას ძვირფასეულობაც უყვარდა და ბიჟუტერიაც. ის არასოდეს გადიოდა სახლიდან თავისი საფირმო მარგალიტის გულსაბნევის გარეშე, თუმცა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სამკაულების გაკეთებას ნორმა სჭირდება და ქალმა სახლიდან გასვლისას უნდა მოიხსნას ერთი რომელიმე სამკაული.

4. 1926 წელს მსოფლიომ პირველად იხილა The little Black Dress (მოკლდე შავი კაბა), რომელიც დღემდე შეუცვლელია მოდის სამყაროში. ის თვითდაჯერებულობის სიმბოლოა, მხოლოდ გამხდარი ქალებისთვის. ადრე ფიქრობდნენ, რომ შავი სევდიანი ფერი იყო, მაგრამ შანელმა ეს სტერეოტიპები დაამსხვრია. მისი ელეგანტური, მიმზიდველი და მკაცრი სტილის კაბები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის იყო.

5. სწორედ შანელი ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო კაცისა და ქალის ტანსაცმლის კომბინირებული ვარიანტებიც შექმნილიყო. ის პერიოდულად თხოულობდა თავისი თაყვანისმცემლებისგან სვიტერებს და ლაბადებს.

6. შანელის შექმნილი შავ-თეთრი ფეხსაცმელები, რომლებიც ფეხს გაცილებით პატარას აჩენს. მომცრო ზომის ჯაჭვიანი სახელურით ჩანთა შანელის ინიციალებით, რითიც ხელები თავისუფლდება, მისი იდეაა. და მაინც მოდის შემქმნელი ამბობდა, რომ " ყველაზე საყვარელი ტანსაცმელი- საყვარელი არომატია". ასე რომ გადამწყვეტი საბოლოო დეტალი ნებისმიერი სტილისთვის არის სასიამოვნო სუნის სუნამო.

ასეთი პრინციპებით კოკო შანელმა მთლიანად შეცვალა ევროპული მოდა. დღეს უკვე ქალებს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება მოდური შარვლისა და მოხერხებული ჩანთის გარეშე. სულ ცოტა ამ თავისუფლებისთვის ღირს კოკოსთის მადლობის გადახდა.


კომენტარებში მოგვწერეთ, თქვენ რომელი სტილი მოგწონთ ყველაზე მეტად შანელის შექმნილი?

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0